png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გიგა ბოკერია: გამარჯვება მიღწეულია რადგან ხელისუფლებამ ,,გაზპრომთან“ დაკავშირებით, უკან დაიხია

  • პოლიტიკა
  • 06.03.2016
  • 16:21
გიგა ბოკერია: გამარჯვება მიღწეულია რადგან ხელისუფლებამ ,,გაზპრომთან“ დაკავშირებით, უკან დაიხია

,,ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ერთი გამარჯვება მიღწეულია რადგან ხელისუფლებამ ,,გაზპრომთან“ დაკავშირებით, უკან დაიხია. აქციაზე - ,,არა გაზპრომს“ ბოკერიამ განაცხადა ასევე, რომ საზოგადოება შვიდი თვის თავზე მთავარ პრობლემას გადაჭრის.

,,შვიდ თვეში, რაც ივანიშვილის რეჟიმს არჩევნებამდე და გადარჩევამდე დარჩა, ყურადღებით უნდა ვიყოთ. ერთ გამარჯვებას მივაღწიეთ მთელმა საზოგადოებამ, არა ერთმა პარტიამ - მინიმუმ შევამცირეთ რისკი, რომელიც თან სდევდა გაზპრომთან მოლაპარაკებებს. თვეების განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმი გვატყუებდა, რომ გარდაუვალი იყო დამოკიდებულების აღდგენა გაზპრომზე. ეს რომ არ მოხდა, ძალიან კარგია. ოღონდ ის, რაც მოხდა, ადასტურებს, როგორ ცდილობდნენ ჩვენს ზურგსუკან ამის შეპარებას. როგორ ცდილობდნენ, რომ ჩვენი ბავშვები ისევ გაყინულიყვნენ ზამთარში, ისევ ყოფილიყო მუდმივი წყვეტა და პოლიტიკური შანტაჟი. ეს ყველაფერი თავიდან ავიცილეთ. ამ შვიდ თვეში უნდა ვიყოთ ყურადღებით.ამ აქციის მთავარი გზავნილი ეს არის - უნდა იცოდნენ, რომ კიდევ თუ დააპირებენ ამის შემოპარებას, უყურადღებოდ არავინ დატოვებს. საკუთარი მთავრობა გვყავს, რომელიც, ეზოში მარტო ბავშვის გაშვება რომ არ შეიძლება, ეგეთია - ყურადღების გარეშე თუ დატოვე, რაღაც შარში გაგხვევს. აი, ამ ყურადღებას არ მოვადუნებთ არც ეს შვიდი თვე და შვიდი თვის თავზე მთავარ პრობლემას, რაც ქვეყნის შიგნით გვაქვს, გადავჭრით”. - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge