png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დაჯგუფება „ვაგნერი“ ბახმუტთან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს - ბრიტანეთის დაზვერვა

  • მსოფლიო
  • 19.12.2022
  • 13:03
დაჯგუფება „ვაგნერი“ ბახმუტთან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს - ბრიტანეთის დაზვერვა

რუსული დაჯგუფება „ვაგნერი“ ბახმუტთან გამართულ ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვის ახალ ანგარიშშია ნათქვამი.

დაზვერვის ცნობით, ბოლო თვეებში დაჯგუფებამ შეიმუშავა შეტევითი ტაქტიკა, რომლის მიხედვით, ის ცუდად მომზადებულ მსაჯავრდებულთა დიდ რაოდენობას იყენებს.

როგორც ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, ცალკეულ მეომრებს, სავარაუდოდ, ურიგდებათ სმარტფონები ან პლანშეტები, რომლებიც კომერციული თანამგზავრის საშუალებით ადამიანების გადაადგილებისა და თავდასხმის ობიექტზე ინფორმაციას აჩვენებს.

ოცეულისა და უფრო მაღალი დონის მეთაურები, სავარაუდოდ, საფარში რჩებიან და ბრძანებებს რადიოკავშირით გასცემენ, იღებენ ინფორმაციებს ვიდეოს საშუალებით მცირე უპილოტო საფრენი აპარატებიდან.

ცალკეულ ჯგუფებსა და ქვედანაყოფებს ევალებათ დაიცვან წინასწარ განსაზღვრული მარშრუტი, ხშირად ცეცხლის დახმარებით, თუმცა იშვიათად ჯავშანტექნიკასთან ერთად.

 „ვაგნერის“ ოპერატორებს, რომლებიც თავდასხმის მარშრუტს ნებართვის გარეშე გადაუხვევენ, სავარაუდოდ, სიკვდილით დასჯა ემუქრებათ.

 „ეს სასტიკი ტაქტიკა მიზნად ისახავს „ვაგნერის“ ძვირფასი აქტივების - გამოცდილი მეთაურებისა და ჯავშანტექნიკის შენარჩუნებას, რაც ხდება მსჯავრდებული რეკრუტების ხარჯზე, რომელსაც დაჯგუფება განიხილავს, როგორც სახარჯო მასალას“, - აღნიშნულია დაზვერვის ანგარიშში.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge