png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

 ქვეყანაში უნდა დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება, შურისძიება და ზიზღი, ამის მთავარი ბერკეტი აქვთ საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტს - ანა წითლიძე

  • პოლიტიკა
  • 19.12.2022
  • 13:07
 ქვეყანაში უნდა დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება, შურისძიება და ზიზღი, ამის მთავარი ბერკეტი აქვთ საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტს - ანა წითლიძე

პოლარიზების შემცირების მთავარი ბერკეტი აქვთ საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს პრეზიდენტს. პოლარიზაციის შემცირების საუკეთესო მაგალითი იქნება, რომ არ მოკლან ციხეში ადამიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც გაყალბებული არჩევნებითაც კი, ამ ქვეყანაში ჰყავს 600 ათასი ამომრჩეველი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, უნდა დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება, შურისძიება და ზიზღი.

„კარგია, როდესაც პრეზიდენტი საუბრობს პოლარიზების შემცირებაზე. მაშინ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ 12 სავალდებულო პუნქტიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორედ პოლარიზების შემცირება, პოლარიზების შემცირების მთავარი ბერკეტი კი აქვთ საქართველოს ხელისუფლებას და საქართველოს პრეზიდენტს. პოლარიზაციის შემცირების საუკეთესო მაგალითი იქნება, რომ არ მოკლან ციხეში ადამიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც გაყალბებული არჩევნებითაც კი, ამ ქვეყანაში ჰყავს 600 ათასი ამომრჩეველი. ამიტომაც, დღეს ჩემი მიმართვის ადრესატები იქნებიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ბერკეტი, რომ ამ ქვეყანაში დაასრულონ პოლიტიკური ანგარიშსწორება, ზიზღი, შური და ბოღმა – ეს არის ხელისუფლება. პოლიტიკური ანგარიშსწორების ერთ-ერთი ფაქტი არის ისიც, რომ გვერდით მიდგას მოშიმშილე ადამიანი – გენერალი ჯანაშია, რომელიც ათი წელია, პოლიტიკურად იდევნება ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ იმიტომ, რომ ის ასრულებდა უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებებს. თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვინდა ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი, თუ გვინდა ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, მაშინ ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება, შურისძიება და ზიზღი, რადგან შურისძიებას, ზიზღს, ბოღმას და პოლიტიკურ ანგარიშსწორებას არასოდეს არავინ მიუყვანია კარგ ამბამდე, არ მიიყვანს არც ახლა. როდესაც ჩვენ გვთხოვენ პოლარიზების დასრულებას, ამაზე პასუხი შეგვიძლია, გვქონდეს მხოლოდ ის, რომ ჩვენ, ოპოზიციას პოლარიზების დასრულების არანაირი ბერკეტი არ გვაქვს. ამის მთავარი ბერკეტი აქვთ საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტს, რომელსაც შეუძლია, ამას წერტილი დაუსვას. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა გადავარჩინოთ პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge