png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

კიევში, სოფიას მოედანზე ნაძვის ხე აინთო

  • მსოფლიო
  • 19.12.2022
  • 23:59
კიევში, სოფიას მოედანზე ნაძვის ხე აინთო

კიევში, სოფიას მოედანზე ნაძვის ხე აანთეს. უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, ნაძვის ხეს სიმბოლურად „უძლეველობის ხე“ უწოდეს.

12 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე უკრაინის დროშის ფერებშია განათებული.

„სიმბოლურად ჩვენს საშობაო ხეს უძლეველობის ხე ვუწოდეთ, რადგან გვინდა, ვაჩვენოთ, რომ უკრაინელებს ვერ გატეხენ ჩვენ წინაშე არსებული დიდი გამოწვევების მიუხედავად. ამ დილით კამიკაძე დრონებით იერიში განხორციელდა რუსეთის მხრიდან, რომელსაც სურს, გაყინოს უკრაინელები, დატოვოს ისინი გათბობის, წყლის, ელექტროენერგიის გარეშე. ამის მიუხედავად, ჩვენ ვიბრძვით და მარტივად ვერ გაგვტეხენ“, – განაცხადა კლიჩკომ.

კლიჩკოს განცხადებით, არ დაუშვებენ, რომ რუსეთმა მათ  ახალი წელი და შობა მოჰპაროს.

„ბევრი განხილვა იყო იმასთან დაკავშირებით, დაგვედგა თუ არა ნაძვის ხე, თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ დავუშვებთ, ჩვენს შვილებს წაართვან ისეთი ლამაზი დღესასწაული, როგორიც წმინდა ნიკოლოზის დღეა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ახალი წელი და შობა მოგვპარონ“, – განაცხადა უკრაინის დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge