png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

როდესაც კიევი იბომბება, ათასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ეწირება თავისუფლებისათვის ბრძოლას, ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს ოცნებას, გამოიჩინოს კეთილი ნება და მისცეს მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის საშუალება - მელია

  • კომენტარები
  • 20.12.2022
  • 09:41
როდესაც კიევი იბომბება, ათასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ეწირება თავისუფლებისათვის ბრძოლას, ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს ოცნებას, გამოიჩინოს კეთილი ნება და მისცეს მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის საშუალება - მელია

დღეს, როდესაც კიევი იბომბება რუსული რაკეტებით, ქვეყნის გმირი პრეზიდენტი მოუწოდებს ოცნების ხელისუფლებას, მისცენ მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის საშუალება აშშ-ში ან ევროპაში,  - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმიანება ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას, რომელშიც ის საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვნას სთხოვს.

ნიკა მელია წერს, რომ "საქართველოში არ უნდა განმეორდეს 1993 წლის 31 დეკემბრის ტრაგედია".

"დღეს, როდესაც კიევი იბომბება რუსული  რაკეტებით, ათასობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე ეწირება საერთო თავისუფლებისათვის ბრძოლას,  ქვეყნის გმირი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, თავისი ყოველღიური მიმართვისას საკითხის არსებითი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საგანგებოდ მოუწოდებს ოცნების ხელისუფლებას გამოიჩინონ კეთილი ნება და მისცენ მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის საშუალება უკრაიანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროპაში.
ოცნების ხელისუფლებას ამ ნაბიჯისკენ მოუწოდებს ევროპის საბჭო და ყველა მეგობარი ქვეყანა, მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატები და ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი.
თუ ჩვენ გვინდა ევროპა, არჩევანი მარტივია; თუ ჩვენ გვინდა ქვეყნის თავისუფლება, არჩევანი არის მარტივი; თუ ჩვენ გვინდა ისტორიის სწორ მხარეზე ყოფნა - არჩევანი არის ერთადერთი - მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა.
დრო არ ითმენს, საქართველოში არ უნდა განმეორდეს 1993 წლის 31 დეკემბრის ტრაგედია. ახალ წელს ნაბიჯი უნდა გადავდგათ წინ, ევროპისაკენ და არა უკან, რუსული სიბნელისაკენ, რადგან დღეს გვაქვს დიდი შანსი და საერთაშორისო პარტნიორების უპრეცედენტო თანადგომა - აღმოვჩნდეთ ისტორიის სწორ მხარეს და ვიაროთ წინ, ევროპული მომავლისა და განვითარებისაკენ.
სულ მალე გადამწყვეტი იქნება თითოეული ადამიანის სწორი და პრინციპული სამოქალაქო პოზიცია!
ძალა ერთობაშია!"- აღნიშნავს მელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge