png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მთლად სწორი არ მგონია, რომ სხვა ქვეყანას პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდე - ელისაშვილი ზელენსკის მიმართვაზე

  • კომენტარები
  • 20.12.2022
  • 12:22
 მთლად სწორი არ მგონია, რომ სხვა ქვეყანას პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდე - ელისაშვილი ზელენსკის მიმართვაზე

მთლად ადეკვატურ მოთხოვნად არ მიმაჩნია, რომ ერთი ქვეყნის პრეზიდენტი მეორე ქვეყნის ხელმძღვანელობას რომელიმე კონკრეტული მსჯავრდებულის გათავისუფლებას მოუწოდებდეს, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აქვს – განაცხადა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების კომენტირებისას.

„მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს თუ არა, სხვა ამბავია, მაგრამ მთლად სწორი არ მგონია, რომ სხვა ქვეყანას პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდე, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სააკაშვილი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ისეთ მდგომარეობაში არ იყოს, როგორიც კადრებში ვიხილეთ. ასეთ კადრებს თუ არ ვიხილავთ, უკეთესი იქნება, მაგრამ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებელია საქართველოს ხელისუფლება და მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ არც ერთი მსჯავრდებული და პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი არ იყოს ასეთ მდგომარეობაში. მთლად ადეკვატურ მოთხოვნად არ მიმაჩნია, რომ ერთი ქვეყნის პრეზიდენტი მეორე ქვეყნის ხელმძღვანელობას რომელიმე კონკრეტული მსჯავრდებულის გათავისუფლებას მოუწოდებდეს მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აქვს. ეს ყველაფერი ცოტა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ჰგავს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და სააკაშვილის უკრაინის, ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge