png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური დეზერტირობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითხოვს

  • მსოფლიო
  • 20.12.2022
  • 14:19
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური დეზერტირობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითხოვს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ვალერი ზალუჟნი დეზერტირობისა და დაუმორჩილებლობისთვის სასჯელი გამკაცრებას ითხოვს. ზალუჟნის თქმით, უსამართლობაა, რომ უკრაინელ დეზერტირებს ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, სასჯელი აღარ ემუქრებათ.

„დღეს უნდა წამოვწიო ძალიან რთული თემა. ესაა სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების, დეზერტირობის, ბრძოლის ველის თვითნებურად დატოვების, იარაღის გამოყენებაზე უარის თქმისა და სხვა ბრძანებების შესრულებაზე უარის გამო პასუხისმგებლობის გამკაცრება. მხარს ვუჭერ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც უმაღლესმა რადამ მიიღო და ვთხოვ პრეზიდენტს, ხელი მოაწეროს კანონს“, – წერს ვალერი ზალუჟნი.

მისი თქმით, მიუღებელია, რომ დღეს კანონში არსებული ხარვეზის გამო უკრაინელების ნაწილს, რომლებიც უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე, ჯარიმის გადახდის შემთხვევაში, სხვა სასჯელი არ ემუქრებათ.

„ფრონტის ხაზის დაუცველი ნაწილების დაფარვა სხვა სამხედრო მოსამსახურეებს უწევთ, რაც ზრდის პირადი შემადგენლობის, ტერიტორიისა და იქ მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეების დანაკარგს“, – წერს ვალერი ზალუჟნი.

უკრაინი მოქალქეების ნაწილი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს, ვეტო დაადოს უმაღლესი რადას მიერ მიღებულ კანონს, რომელიც დეზერტირობისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.

ონლაინპეტიციას, რომელიც კანონის მიღების წინააღმდეგაა მიმართული, ხელი მოაწერა 32 000-ზე მეტმა უკრაინელმა.  მოქალაქეები აცხადებენ, რომ თუ პრეზიდენტი ხელს მოაწერს საკანონმდებლო ცვლილებებს, მაშინ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას მიეცემა უპრეცედენტო ბერკეტი, სამხედროების შანტაჟისა და ნებისმიერი კრიტიკული შენიშვნის გამო მათი ციხეში გაგზავნისთვის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge