png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ზელენსკის განცხადებით, უნდა ეს "ოცნებას" თუ არა, სააკაშვილის სიცოცხლეზე გაივლო გამყოფი ხაზი ისტორიულ სიბნელესა და ისტორიულ სინათლეს შორის - ნიკა გვარამია

  • კომენტარები
  • 20.12.2022
  • 18:36
ზელენსკის განცხადებით, უნდა ეს "ოცნებას" თუ არა, სააკაშვილის სიცოცხლეზე გაივლო გამყოფი ხაზი ისტორიულ სიბნელესა და ისტორიულ სინათლეს შორის - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ პარადოქსია, მაგრამ "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილს "კიდევ უფრო მეტად "არ გაუშვებს".

ნიკა გვარამია წერს, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის გადარჩენა მხოლოდ ერთი ადამიანის ჭრილში განსახილველი საკითხი არ არის და ეს საკითხი საქართველოს ისტორიულ არჩევანს განსაზღვრავს.

მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტ ზელენსკის მოწოდებას სააკაშვილის ჰუმანიტარული მისიით საზღვარგარეთ ტრანსფერთან დაკავშირებით.

პრეზიდენტი ზელენსკი დღეს არის მსოფლიოს მორალური ლიდერი. თუ ვინმეს შეიძლება ანტი-პუტინი ერქვას, ეს სწორედ ზელენსკია. მეტიც, ისეთი სისწრაფით მიდის პუტინის მარგინალიზაციისა და ზელენსკის სიმბოლიზაციის პროცესები, რომ მალე პუტინს დავარქმევთ ანტი-ზელენსკის.

ზელენსკის განცხადებით, უნდა ეს "ქართულ ოცნებას" თუ არა, სააკაშვილის სიცოცხლეზე გაივლო გამყოფი ხაზი ისტორიულ სიბნელესა (პუტინს) და ისტორიულ სინათლეს (ზელენსკი) შორის. ასეთია მოცემულობა, და ვინ ეთანხმება ამას და ვინ არა, ამით ეს მოცემულობა ვერ შეიცვლება. დღეს სააკაშვილის სიცოცხლე მხოლოდ სააკაშვილს არ ეკუთვნის. დღეს სააკაშვილის გადარჩენა მხოლოდ ერთი ადამიანის ჭრილში განსახილველი საკითხი არ არის. ეს საკითხი ისტორიულ სიბრტყეში ძევს და საქართველოს ისტორიულ არჩევანს განსაზღვრავს.

და ბოლოს, როცა პრეზიდენტები სხვა ქვეყანას მიმართავენ, ისინი, პირველ რიგში, მიმართავენ თავის Vis à vis, ანუ მეორე ქვეყნის პრეზიდენტს. აქ შევჩერდები, მგონი ისედაც გასაგებია, რასაც ვგულისხმობ. დავამატებ მხოლოდ ერთს: "ქართული ოცნება" და მისი სასამართლო სააკაშვილს არ გაუშვებს. პარადოქსია, მაგრამ ზელენსკის განცხადების შემდეგ, კიდევ უფრო მეტად "არ გაუშვებს", - წერს ნიკა გვარამია. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge