png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება კომპლექსური მკურნალობა ევროპის მრავალპროფილურ კლინიკაში. ჰუმანურობა მოითხოვს! ეს ქვეყნის და თითოეული ჩვენთაგანის ღირსების საკითხია - სალომე ზურაბიშვილის ძმა

  • კომენტარები
  • 21.12.2022
  • 09:58
მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება კომპლექსური მკურნალობა ევროპის მრავალპროფილურ კლინიკაში. ჰუმანურობა მოითხოვს! ეს ქვეყნის და თითოეული ჩვენთაგანის ღირსების საკითხია - სალომე ზურაბიშვილის ძმა

"მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება კომპლექსური მკურნალობა ევროპის მრავალპროფილურ კლინიკაში" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი წერს.

საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე!

წელიწადზე მეტია, რაც მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრებულია საქართველოში.

სამშობლოში დაბრუნებისას მან იცოდა, რომ დააკავებდნენ, რადგან საქართველოში ის დაუსწრებლად გაასამართლეს. მაგრამ მიუხედავად ამისა მან ასეთი არჩევანი გააკეთა .

დღეს არ მსურს ვისაუბრო არც ამ არჩევანზე და არც მისი საქციელის შეფასებაზე. ამის დრო არ არის.

მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რა პრეტენზიებიც მის მიმართ შეიძლება გვქონდეს, იყო საქართველოს ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფოს შექმნას ჩაუყარა საფუძველი.

დღეს სამედიცინო ექსპერტთა კომიტეტმა გაგვაფრთხილა მისი ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის და სავარაუდო მოწამვლის შესახებ. მას ესაჭიროება კომპლექსური მკურნალობა ევროპის მრავალპროფილურ კლინიკაში.

ეს არ შეიძლება საკამათო იყოს!

ჰუმანურობა მოითხოვს !

ეს ქვეყნის და თითოეული ჩვენთაგანის ღირსების საკითხია!

ბოლოს და ბოლოს, საქმე ეხება საქართველოს იმიჯს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში არ აღდგება.

ეს სასწრაფოა! ეს აუცილებელია!, - წერს ოთარ ზურაბიშვილი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge