png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება - ტრაგედიაა, მაგრამ რუსეთი დამნაშავე არ არის - პუტინი

  • მსოფლიო
  • 21.12.2022
  • 20:13
ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება - ტრაგედიაა, მაგრამ რუსეთი დამნაშავე არ არის - პუტინი

ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება - ტრაგედიაა, მაგრამ ეს არის არა რუსეთის, არამედ მესამე ქვეყნების პოლიტიკის შედეგი, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს ყოველთვის სურდა გამხდარიყო ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, მაგრამ სტრატეგიულ მტრებს ეს არ სურდათ და საუკუნეების განმავლობაში რუსეთის დანაწევრებას ცდილობდნენ.

მისივე თქმით, უკრაინაში არსებული  ვითარება იმის შედეგია, რომ მოსკოვის გეოპოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა გადაწყვიტეს ტვინი გამოერეცხათ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებისთვის და პირველ რიგში უკრაინისთვის.

 „ჩვენ არ ვართ დამნაშავეები. უკრაინელებს ყოველთვის მოძმე ხალხად მივიჩნევდით და მეახლაც ასე მივიჩნევ“, - განაცხადა პუტინმა.  

მისი თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებდა, რომ უკრაინასთან კეთილმეზობლური ურთიერთობები ჰქონოდა, მაგრამ არ გამოვიდა. მისივე თქმით, ახლა რუსეთის წინაარმდეგ ნატო-ს მთელი ბლოკია.

 „კარგად არის ცნობილი, რომ დღეს რუსეთის წინააღმდეგ აქტიურად გამოიყენება ნატო-ს ფაქტობრივად ყველა ძირითადი ქვეყნების სამხედრო პოტენციალი და შესაძლებლობები. ამასთან, ჩვენი ჯარისკაცები, სერჟანტები და ოფიცრები რუსეთისთვის იბრძვიან მამაცურად და მტკიცედ, დამაჯერებლად, ნაბიჯ-ნაბიჯ წყვეტენ დასახულ ამოცანებს“, - განაცხადა პუტინმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge