png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

უკრაინა არასოდეს დანებდება - ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს მიმართა

  • მსოფლიო
  • 22.12.2022
  • 09:31
უკრაინა არასოდეს დანებდება - ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს მიმართა

თეთრ სახლში ვიზიტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესში მივიდა. ამერიკელი კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლამდე ზელენსკი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ლიდერებს შეხვდა როგორც სენატიდან, ისე წარმომადგენელთა პალატიდან. უკრაინის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ესწრებოდა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც.

ამერიკელმა კონგრესმენებმა ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვა აპლოდისმენტებით 10-ჯერ გააწყვეტინეს.

„სირთულეებისა და ბნელი სცენარის მიუხედავად, უკრაინა არ დაცემულა, ის სიცოცხლეს აგრძელებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ კონგრესისთვის მიმართვისას.

ზელენსკიმ მოუწოდა აშშ-ს ფინანსური მხარდაჭერის გაგრძელებისკენ და თქვა: "თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში, რომელსაც ჩვენ პასუხისმგებლობით ვატარებთ."

მან ასევე მოუწოდა კონგრესის წევრებს, გააძლიერონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და "ტერორისტებს აგრესიაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს". მან აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მხარი დაუჭირა მის 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას, თუმცა დასძინა, რომ კონგრესის თითოეულ წევრს შეუძლია დაეხმაროს უკრანას ამის განხორციელებაში.
რუსები "ყველაფერს იყენებენ" უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ, როგორიცაა ბახმუტი, მაგრამ უკრაინა "ინარჩუნებს თავის ხაზს და არასოდეს დანებდება", - თქვა ზელენკსიმ.

მან განაცხადა, რომ "შარშან ბახმუტში 70 000 ადამიანი ცხოვრობდა... ახლა მხოლოდ რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი. ამ მიწის ყოველი სანტიმეტრი სისხლით არის გაჟღენთილი... დონბასი რამდენჯერმე გადავიდა ხელიდან ხელში სასტიკი ბრძოლით და ხელჩართული ბრძოლითაც კი, მაგრამ უკრაინული დონბასი დგას".

ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინელები შობას წელს აღნიშნავენ, მიუხედავად ომის სისასტიკისა და კონგრესს უთხრა: "ელექტროენერგია რომც არ იყოს, ჩვენი რწმენის შუქი არ ჩაქრება."

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge