png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სააკაშვილი იარაღად არის ქცეული თანაგუნდელების ხელში, რომლებსაც სასო აქვთ წარკვეთილი, ვინაიდან პოლიტიკურ ასპარეზზე ვერ აღწევენ წარმატებას და ერთადერთი იმედი აქვთ მისი მდგომარეობა გართულდეს - წულუკიანი

  • კომენტარები
  • 22.12.2022
  • 13:51
სააკაშვილი იარაღად არის ქცეული თანაგუნდელების ხელში, რომლებსაც სასო აქვთ წარკვეთილი, ვინაიდან პოლიტიკურ ასპარეზზე ვერ აღწევენ წარმატებას და ერთადერთი იმედი აქვთ მისი მდგომარეობა გართულდეს - წულუკიანი

ნათელია, რომ მიხეილ სააკაშვილის ცუდად ყოფნა, რაიმე ტიპის გართულება ან კიდევ მისი პატიმრობა, პირველ რიგში შედის მისივე თანაგუნდელების ინტერესში. ვინაიდან, სააკაშვილი მათ აქციეს გარკვეულ ბრძოლის ინსტრუმენტად, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვიომა საკუთარი თავის დაზიანება უნდა შეწყვიტოს.

„იმედი გამოვთქვი და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ამ იმედს, რომ სააკაშვილს ეს თავად ესმის. ესმის, რომ ის იარაღად არის ქცეული საკუთარი თანაგუნდელების ხელში, რომლებსაც სასო აქვთ წარკვეთილი, ვინაიდან, ვერანაირი მეთოდით პოლიტიკურ ასპარეზზე ვერ აღწევენ წარმატებას და ერთადერთი იმედი რაც დარჩენიათ, არის ის, რომ როგორმე სააკაშვილის მდგომარეობა გართულდეს. ამის იმედი აქვთ, ყველანაირ მეთოდს იყენებენ ამისთვის და სააკაშვილიც გარკვეული ტრიუკებით თუ მანიპულაციებით ამაში ეხმარება თავისივე თავის საზიანოდ. არადა, ჩვენი სურვილი იქნებოდა, რომ მან ყველა გაგებით საკუთარი თავის დაზიანება შეწყვიტოს და ყველა დაუბრუნდეს იმ ნორმალურ ჩარჩოს საქმიანობისა და ერთმანეთთან ურთიერთობის, რაც არის კანონითა და პოლიტიკური თამაშის, ნორმალური პოლიტიკური თამაშის წესებით გათვალისწინებული. ვერანაირი რადიკალიზმი და მით უმეტეს ამგვარი მისწრაფებები საქართველოში პოლიტიკურ ასპარეზზე ვერც არეულობას მოიტანს და ვერც მით უმეტეს მათთვის შედეგს. ამიტომ, ნიკა მელიას ეს ხმამაღალი განაცხადებები ვიცით უკვე, მრავალჯერ ვნახეთ ეს ფილმი და კინო, რომ წინასწარ არის განსაზღვრული წარუმატებლობისთვის განწირული“, – განაცხადა წულუკიანმა.

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ „ან გავიგებთ, რომ სააკაშვილის პროცესი დასრულდება გონივრულ ვადაში, ან უნდა დავიწყოთ მოქმედება, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, გამოვიყენებთ ყველა კონსტიტუციურ მეთოდს“.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge