png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოში მშენებარე რეგიონის, NEOM-ის პროექტი და ძველი ქალაქი დირია დაათვალიერა

  • პოლიტიკა
  • 22.12.2022
  • 18:28
ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოში მშენებარე რეგიონის, NEOM-ის პროექტი და ძველი ქალაქი დირია დაათვალიერა

საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დელეგაციასთან ერთად, მშენებარე რეგიონის – NEOM-ის პროექტი დაათვალიერა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილს ქალაქის მშენებლობის მიმდინარეობისა და პროექტის დეტალების შესახებ ინფორმაცია საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრმა ფაიზალ ალ იბრაჰიმმა წარუდგინა.

„ნეომი მშენებარე რეგიონია საუდის არაბეთში, ტაბუკის პროვინციაში, რომლის სიგრძეც 170 კილომეტრია. პროექტით გათვალისწინებულია 460 000 სამუშაო ადგილის შექმნა და ქვეყნის მშპ-ის 48 მილიარდი დოლარით გაზრდა.

ფუტურისტული რეგიონის პროექტი მრავალმილიარდიანი NEOM პროექტის ნაწილია. ქალაქში გათვალისწინებულია სამუშაო, საცხოვრებელი და დასასვენებელი ადგილები. ფუტურისტულ, ხაზოვან ქალაქს არ ექნება გზები, არ ივლის მანქანები, არ იქნება გამონაბოლქვი და იმუშავებს 100 პროცენტით განახლებადი ენერგიით.

ქალაქი უპირატესობას ანიჭებს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ტრანსპორტირებისა და ინფრასტრუქტურის ნაცვლად.

მთავრობის მეთაურმა, დელეგაციასთან ერთად, ასევე დაათვალიერა ძველი ქალაქი დირია, პირველი იმამის სალვა-სასახლე, ატ ტურაიფის კომპლექსი, სადაც პირველი მმართველები ცხოვრობდნენ, და აგრეთვე დამფუძნებელი მეფის აბდულაზიზ ალ საუდის სახელთან დაკავშირებული არაბული ცხენების მუზეუმი“,- აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge