png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ბიძინა ივანიშვილს თუ ჰგონია, რომ ამ მარიონეტების ხელით, რასაც ახლა აკეთებს, მისი პასუხისმგებლობა არ არის, ძალიან ცდება - გახარია

  • კომენტარები
  • 23.12.2022
  • 19:36
ბიძინა ივანიშვილს  თუ ჰგონია, რომ  ამ მარიონეტების ხელით, რასაც ახლა აკეთებს, მისი პასუხისმგებლობა არ არის, ძალიან ცდება - გახარია

ბიძინა ივანიშვილს თუ ჰგონია, რომ ამ მარიონეტების ხელით, რასაც ახლა აკეთებს, მისი პასუხისმგებლობა არ არის, ძალიან ცდება, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გორში პარტია საქართველოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა. ვიდეო მის ფეისბუქზე გავრცელდა.

"ერთი მხრივ, შესაძლებლობა, რომ ისტორიას მოვუგოთ დრო და წლები და, მეორე მხრივ, ვიღაც არაკომპეტენტური იდიოტების გამო გვაქვს რისკი, რომ ეს 20-30 წელი უბრალოდ დავკარგოთ. რა თქმა უნდა, ამ პირობებში თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზირებული. ისტორია ამას შეაფასებს. ვიღაცა გამოდის და იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობის 85% სრული კონსენსუსია, სად უნდა იყოს საქართველო და არის მომავლის ადგილი და უცბად ჩნდება შემთხვევით შესაძლებლობა, რომ ეს შენი ადგილი გამოიყენო და წლები მოუგო ისტორიას, წლები მოუგო და უფრო სწრაფად მიაღწიო ამ მიზანს, ვიღაც გამოდის იდიოტი, ბოდიში, ამბობს, რომ ასეთი ევროპა არ უნდა. აბა იმ 85% ადამიანებს ჰკითხოს უნდათ ასეთი ევროპა თუ არა, ჰკითხონ უნდათ ასეთი უპასუხისმგებლო მთავრობა, უნდათ? პასუხისმგებლობები პერსონალიზირებული იქნება, ყველამ უნდა გაითვალისწინოს ეს, ჩემს თავსაც ვეუბნები ამას. სასჯელიც პერსონალიზირებული იქნება. და, მაგალითად, ბიძინას თუ ჰგონია, რომ მოვიდა და თქვა, რომ მე წავედი პოლიტიკიდან და რეალურად წავიდა იმიტომ, რომ დარჩენილიყო პოლიტიკაში და ამ მარიონეტების ხელით, რასაც ახლა აკეთებს, აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის, ან ეს პასუხისმგებლობა პერსონალიზირებული არ იქნება, ძალიან ცდება", - თქვა გახარიამ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge