png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მარგველაშვილს და კოლექტიურ მარგველაშვილებს მინდა, ვუთხრა, რომ რაც არ უნდა გინდოდეთ, საქართველო ევროპულ გზაზე არ დამარცხდება - წულუკიანი

  • კომენტარები
  • 24.12.2022
  • 19:23
მარგველაშვილს და კოლექტიურ მარგველაშვილებს მინდა, ვუთხრა, რომ რაც არ უნდა გინდოდეთ, საქართველო ევროპულ გზაზე არ დამარცხდება - წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი სახელმწიფო მოხელეების მიერ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას ეხმაურება, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა გამოაქვეყნა.

​ წულუკიანის თქმით, ადამიანის სიცოცხლით თამაში აბსოლუტურად ამორალური ქმედებაა და თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი თანახმაა, რომ "წარუმატებელი პოლიტიკოსების" ხელში ინსტრუმენტი იყოს, ეს მხოლოდ მისი გადაწყვეტილებაა.

"მარგველაშვილის წერილთან დაკავშირებით ჩემი პირველი რეაქციაა, რომ სააკაშვილს ვუთხრა, მორიგჯერ გიყენებენ. მიშა მათ იარაღად არის ქცეული. არ მინდა, უფრო უხეში სიტყვები გამოვიყენო. ადამიანის სიცოცხლით თამაში აბსოლუტურად ამორალური ქმედებაა. ინდივიდს თავისი უფლებები აქვს და თუ თავად სააკაშვილი თანახმაა, რომ ის მხოლოდ გამოყენებითი ინსტრუმენტი იყოს გარეთ დარჩენილი წარუმატებელი პოლიტიკოსების ხელში, მათ შორის მარგველაშვილის ხელში, ეს მხოლოდ მისი გადაწყვეტილებაა.

მარგველაშვილს და კოლექტიურ მარგველაშვილებს, რომლებიც ისე მოქმედებენ დღეს, როგორც თავის დროზე, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მოპოვებას რომ ვცდილობდით, გიორგი კანდელაკი და მისი თანამებრძოლები, მინდა, ვუთხრა, რომ რაც არ უნდა გინდოდეთ, საქართველო ევროპულ გზაზე არ დამარცხდება. ქართველ ხალხს საუკუნეების განმავლობაში სხვა ძალიან ბევრი განსაცდელი გამოუვლია და არასოდეს დამარცხებულა. დროებითი წარუმატებლობა რაც იყო, ევროკავშირის მხრიდან სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება – ჩვენ ქვეყანას უთხრეს უარი და მოლდოვას, უკრაინას უთხრეს – კი, დარწმუნებული ვარ, ქართველი ერისა და მისი ხელისუფლების წარმატებული ძალისხმევის შედეგად, უახლოეს მომავალში ევროკავშირის მიერვე იქნება გამოსწორებული" - ამბობს წულუკიანი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge