png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მტერი შეეცდება, უკრაინელებისთვის წლის ბოლო დღეები ბნელი და რთული გახადოს - ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 26.12.2022
  • 11:43
მტერი შეეცდება, უკრაინელებისთვის წლის ბოლო დღეები ბნელი და რთული გახადოს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელნსკიმ განაცხადა, რომ 2022 წლის ბოლო დღეებში რუსეთის ძალებისგან დაბომბვები კვლავ მოსალოდნელია. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვისას ისაუბრა.

 „ამ წელს სულ რამდენიმე დღე დარჩა, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მტერი შეეცდება ეს დღეები ჩვენთვის ბნელი და რთული გახადოს.

რუსეთმა ამ წელს ყველაფერი დაკარგა, მაგრამ ცდილობს, თავისი დანაკარგები უკრაინაზე, ჩვენს ენერგეტიკაზე სარაკეტო თავდასხმების შემდეგ პროპაგანდისტების ზეიმით აანაზღაუროს.

ვიცი, რომ სიბნელე ხელს არ შეგვიშლის ოკუპანტებს ახალი დამარცხებები განვაცდევინოთ, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან უკრაინელებს მოუწოდა ამ დღეების განმავლობაში არ უგელებელყონ საჰაერო განგაში და უახლოესი „უძლეველობის პუნქტები“ მონახონ. მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით უკვე გახსნილია 5 500-ზე მეტი ასეთი პუნქტი.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა სფეროს წარმომადგენლს თავდადებული ბრძოლისთვის.

"მადლობა თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს – ყველა სამხედროს. საჰაერო ძალების ყველა მებრძოლს, მეზენიტეებს, მზვერავებს, მესაზღვრეებს, ეროვნულ გვარდიელებს, ტერიტორიულ თავდაცვას, საზღვაო ძალებს. მადლობა თითოეულ ჯარისკაცს და მეზღვაურს, ყველა სერჟანტსა და ათისთავს, ყველა ოფიცერსა და გენერალს, ვისაც ფრონტი უჭირავს და ცდილობს მის გადაადგილებას ჩვენს საზღვრამდე, რომელსაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც არემონტებს და აწვდის აღჭურვილობას. ყველას, ვინც მოხალისეა. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს ექიმს და ყველას, ვინც ბრძოლის ველზე დაჭრილებს მკურნალობს. მადლობა ყველა მედდას, ვინც თავის საქმეს ნებისმიერ შემთხვევაში თავდაუზოგავად აკეთებს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ახლა მივიდა ხერსონში დასახმარებლად, შობის დღესასწაულზე ტერაქტის დროს დაჭრილების გადასარჩენად… არტილერია და ნაღმტყორცნები ხერსონის ჩვეულებრივი ქუჩების წინააღმდეგ… არაადამიანები! ჩვენ ყველა რუს მკვლელს ვიპოვით. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამისთვის მუშაობს: ყველა საგამოძიებო ჯგუფს, ყველა პროკურორს, თანამდებობის პირებსა და დიპლომატებს“, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge