png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და 15,6% შეადგინა. შეიქმნა 229 ათასი ახალი სამუშაო ადგილი - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 27.12.2022
  • 14:59
უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და 15,6% შეადგინა. შეიქმნა 229 ათასი ახალი სამუშაო ადგილი - ირაკლი ღარიბაშვილი

სიღარიბე და უმუშევრობა, ბუნებრივია, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მთავრობისთვის. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად  მოკლე დროში შევძლოთ სიღარიბის დამარცხება და უმუშევრობის შემცირება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და 15,6% შეადგინა. ასევე, ორ წელიწადში - 2021 წლის მეორე კვარტლიდან 2022 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით შეიქმნა 229 ათასი ახალი სამუშაო ადგილი.

„სიღარიბე და უმუშევრობა, ბუნებრივია, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მთავრობისთვის. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ მაქსიმალურად  მოკლე დროში შევძლოთ სიღარიბის დამარცხება და უმუშევრობის შემცირება.

მესამე კვარტალი ამ კუთხითაც გამოირჩეოდა. უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია - 15,6%-ი შეადგინა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ 2 წელიწადში - 2021 წლის მეორე კვარტლიდან 2022 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით შეიქმნა 229 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. 229 000 ადამიანი დასაქმდა აი ამ ბოლო 2 წელიწადში. აქედან არასახელმწიფო სექტორში 209 ათასი ადამიანია დასაქმებული. ასევე, მოგეხსენაბათ, რომ ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ საზოგადოებრივი სამუშაოების დასაქმების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებას. 30 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი დასაქმებული არის ბოლო 6-7 თვეში. რესურსი არის ძალიან დიდი. მოგეხსენებათ, რომ 200 000 ადამიანი არის სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი და ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ყველა ეს ადამიანები დავასაქმოთ როგორც კერძო სექტორში, ასევე, საჯარო სექტორში.

მე, ასევე, მინდა გითხრათ ძალიან მოკლედ, რომ ჩვენ  როგორც მოგახსენეთ 10%-იან ეკონომიკურ ზრდას ველოდებით წელს. საშუალოვადიან პერიოდში პროგნოზი არის შემდეგი, რომ საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში და ევროპის მასშტაბით. ეს არის ჩვენი პარტნიორების აი-ემ-ეფ-ის, მსოფლიო ბანკის პროგნოზები”, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge