png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სასაცილოც კი არაა არგუმენტი, თითქოს წლევანდელი სლოგანი ნიშნის მოგების პრინციპით ვინმეს ჯინაზე იყო შერჩეული - კახა კალაძე

  • პოლიტიკა
  • 28.12.2022
  • 11:30
სასაცილოც კი არაა არგუმენტი, თითქოს წლევანდელი სლოგანი ნიშნის მოგების პრინციპით ვინმეს ჯინაზე იყო შერჩეული - კახა კალაძე

ნებისმიერი საქმე, მიღწევა უფერულდება, თუკი არ არის მშვიდობა. ამიტომ ჩვენთვის ცოტა უცნაური იყო, როდესაც წლევანდელ საახალწლო სლოგანს – მშვიდობის ქალაქი, არაერთი სპეკულაცია მოჰყვა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან მშვიდობის ფასი და გაუგებარია, რატომ მოხვდათ სიტყვა მშვიდობა გულზე ოპონენტებს და რატომ ებრძვიან წლევანდელ საახალწლო სლოგანს.

„ნებისმიერი საქმე, მიღწევა უფერულდება, თუკი არ არის მშვიდობა. განვითარება, სამომავლო გეგმები და პერსპექტივები, პროექტები მნიშვნელოვანია მხოლოდ მშვიდობიან გარემოში. სწორედ ამ შემთხვევაში აქვს აზრი ჩვენს შრომას, სწავლას, შემოქმედებას თუ მისწრაფებებს. ამიტომ ჩვენთვის ცოტა უცნაური იყო, როდესაც წლევანდელ საახალწლო სლოგანს – მშვიდობის ქალაქი, არაერთი სპეკულაცია მოჰყვა.

ეს გაუგებართან ერთად, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. სასაცილოც კი არაა არგუმენტი, თითქოს წლევანდელი სლოგანი ნიშნის მოგების პრინციპით ვინმეს ჯინაზე იყო შერჩეული. ამ თემაზე სერიოზულად საუბარი უბრალოდ წარმოუდგენელია, არ ვიკადრებ, არც თქვენ გაკადრებთ, მაგრამ მშვიდობას რა ფასი აქვს, ყველაზე უკეთ ეს დღეს ჩვენმა მეგობარმა უკრაინელმა ხალხმა იცის. ამიტომაც ამ ახალ წელს სწორედ მშვიდობას და მშვიდობასთან ერთად, გამარჯვებას ვუსურვებ თავისუფლებისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს. მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ჩვენს ქალაქს. უკრაინელებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეები ვართ ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. სამწუხაროდ, ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს, როცა შენს ქვეყანაში ომია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გაუგებარია, რატომ მოხვდათ სიტყვა მშვიდობა გულზე მწარედ ოპონენტებს და რატომ ებრძოდნენ და ებრძვიან ამ სლოგანს. თუმცა თუკი ოპონენტების პოლიტიკური ანგაჟირების მიმართულებას, ხარისხს და ვიწროპარტიულ ინტერესებს გავითვალისწინებთ. ყველაფერი ნათელი და აშკარა ხდება“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge