png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

"ხალხის ძალა" უცხოური გავლენების აგენტების რეესტრის შექმნის კანონპროექტს ამზადებს

  • პოლიტიკა
  • 29.12.2022
  • 15:56
"ხალხის ძალა" უცხოური გავლენების აგენტების რეესტრის შექმნის კანონპროექტს ამზადებს

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების მიერ შექმნილი მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ "უცხოური გავლენების აგენტების რეესტრის შექმნისა და მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციის შესახებ" კანონპროექტებს ამზადებენ.

ამის შესახებ მოძრაობის წევრებმა ბრიფინგზე განაცხადეს.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული კანონით შეიქმნება უცხოური გავლენების აგენტების რეესტრი, რომელშიც რეგისტრაციაც სავალდებულო იქნება ყველა NGO-სთვის და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და საქართველოში საჯარო გადაწყვეტილების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ისახავენ მიზნად.

შემოღებული იქნება უცხოური აგენტის ცნება და შესაბამის სუბიექტებს საკუთარი ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების სრულად დეკლარირების ვალდებულება დაეკისრებათ. გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობა მთელ რიგ პროცესებში, რომელიც უცხოური დაფინანსებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების პრივილეგირებას ითვალისწინებს", - თქვა მაჭარაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ასევე მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც "მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციას ითვალისწინებს".

"ის ეფექტურად უზრუნველყოფს როგორც სიცრუის გავრცელების პრევენციას, ისე მასზე სათანადო რეაგირებას. დღეს მთელი რიგი მედიასაშუალებები და NGO-ები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციასა და პოლარიზაციაში. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ორივე კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვან როლს შეიტანს დეპოლარიზაციაში, რაც საქართველოს მშვიდობიანი განვითარების აუცილებელი პირობაა", - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge