png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ახლა უკრაინაში რომ ვიყო, ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი - მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ „უკრაინსკა პრავდასთან“

  • პოლიტიკა
  • 30.12.2022
  • 09:20
ახლა უკრაინაში რომ ვიყო, ზელენსკის გვერდით ვიქნებოდი - მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ „უკრაინსკა პრავდასთან“

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „უკრაინსკა პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ახლა, რომ უკრაინაში ყოფილიყო, ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით იქნებოდა და მას ომში გამარჯვებაში დაეხმარებოდა.

სააკაშვილთან ვრცელი ინტერვიუ დღეს, 30 დეკემბერს გამოქვეყნდება.

შეკითხვა: „უკრაინიდან საქართველოში რომ არ წასულიყავით და 2022 წლის თებერვალში კიევში ყოფილიყავით, რას გააკეთებდით? როგორ ხედავთ თქვენს მონაწილეობას ამ ომში სხვა გარემოებებში?“.

 სააკაშვილი: „უპირველეს ყოვლისა, მე ვიქნებოდი პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, რომელიც მე ყველაზე გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწედ მიმაჩნია ჩერჩილის პერიოდის შემდეგ. მასთან შედარებით, რეიგანი და ტეტჩერი ნერვიულად ეწევიან მოშორებით. ამავდროულად, შემოვივლიდი მთელ მსოფლიოს, გამოვიყენებდი ჩემს მრავალრიცხოვან კავშირს უკრაინის დახმარების მობილიზაციისათვის.

მეორეც, ხშირად ჩავიდოდი წინა ხაზზე, დავეხმარებოდი უკრაინელ და ქართველ მებრძოლებს. ცოტა ხნის წინ ქართველმა მებრძოლებმა ჩაწერეს ერთობლივი მიმართვა, მომილოცეს დაბადების დღე. ერთი წამითაც არ მავიწყდება ის, რომ მათგან 35-მა უკვე თავი გაწირა ომში, მათ შორის შვიდმა ბახმუტის ფრონტზე, ბევრი ჩემი უკრაინელი მეგობარი დაიღუპა ან დაიჭრა.

ერთ-ერთი ყველაზე წესიერი და პატიოსანი ადამიანები, რომლებსაც მე ვიცნობიდ, ჩემი თანაშემწე ვოლოდიმირ ჩარვიგა ხერსონთან დაიღუპა. ჩემი ერთადერთი პირადი მცველი და უბრალოდ მეგობარი, მიხაილო ბატურინი, მძიმედ დაიჭრა ბახმუტთან. ასეთ ფასს იხდის უკრაინა და ჩვენ ყველანი. მე თვითონ 100 პროცენტით უკრაინელად მივიჩნევ თავს და ამით ასეთი ამაყი არასდროს ვყოფილვარ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge