png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გთხოვთ, ტყვეების გაცვლის პრინციპით გამოიხსენათ სააკაშვილი ტყვეობიდან - ნონა მამულაშვილი ზელენსკის

  • პოლიტიკა
  • 30.12.2022
  • 12:41
გთხოვთ, ტყვეების გაცვლის პრინციპით გამოიხსენათ სააკაშვილი ტყვეობიდან - ნონა მამულაშვილი ზელენსკის

რუსეთის მთავარი მტერი საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი, დღეს ციხეში კვდება. ის ფიზიკურად საქართველოშია, თუმცა რუსეთის პატიმრობაში იმყოფება, რადგან მისი თავისუფლების საკითხი არა საქართველოში, არამედ რუსეთში წყდება, - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნონა მამულაშვილმა.

“გვინდა, მივმართოთ პრეზიდენტ ზელენსკის: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ დღეს გმირი პრეზიდენტი ხართ. თქვენ ყველა ჩვენგანს პოსტსაბჭოთა ხალხებს და მთელს მსოფლიოს დაგვანახეთ თავისუფლებისთვის ბრძოლის ღირსეული მაგალითი და გვაჩვენეთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მიუხედავად ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გამოჩენილი გულგრილობისა, დღეს ჩვენ, ქართველი ხალხიც ომში ვარ. მათ შორის საკუთარი ქვეყნის ინტერესების მოღალატე ხელისუფლებასთან ომში. დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი საპყრობილეში კვდება. მის გადარჩენას ქართველ ხალხს ჩვენი ქვეყნის მომავალი გვავალდებულებს. ის საქართველოშია, მაგრამ მისი სამკურნალოდ გადაყვანა/არ გადაყვანის გადაწყვეტილება მოსკოვში მიიღება.

მიუხედავად იმ მძიმე ბრძოლისა, რომელშიც დღეს თქვენ იმყოფებით და მთელი რიგი გამოწვევებისა, რომლებიც გაქვთ, გვინდა მოგმართოთ თხოვნით, პირდაპირ ესაუბროთ რუსეთის მიერ კონტროლირებული ხელისუფლების ხელმძღვანელობას და ტყვეების გაცვლის პრინციპით გამოიხსნათ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი რუსული ტყვეობიდან. გთხოვთ, აარიდოთ ქართველი ხალხი უდიდეს ტრაგედიასა და სამოქალაქო დაპირისპირებას, რაც მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში სიკვდილს მოჰყვება და რაც საბოლოოდ ჩაგვტოვებს პოსტსაბჭოთა ჭაობში და მთლიანად დაგვაშორებს თქვენთან, დასავლური სამყაროს მორალურ ლიდერ სახელმწიფოსთან, ჩვენს მოძმე უკრაინასთან”, - თქვა მამულაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge