png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მაკიივკის ინციდენტი აჩვენებს, როგორ იწვევს არაპროფესიონალიზმი რუსეთის დიდ დანაკარგებს - ბრიტანეთის დაზვერვა

  • მსოფლიო
  • 04.01.2023
  • 12:25
მაკიივკის ინციდენტი აჩვენებს, როგორ იწვევს არაპროფესიონალიზმი რუსეთის დიდ დანაკარგებს - ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა აცხადებს, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ მაკიივკაში ოკუპანტების მასობრივი განადგურების ინციდენტი ხაზს უსვამს რუსული არმიის არაპროფესიონალიზმს.

ამის შესახებ საუბარია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ანგარიშში.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ უკრაინის მიერ პროფტექნიკურ სასწავლებელში განლაგებულ  რუსულ ბაზაზე დარტყმის შედეგად, შენობა მთლიანად განადგურდა.

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ობიექტის ნგრევის მასშტაბიდან გამომდინარე, ვარაუდობს, რომ საცხოვრებლის გვერდით ინახებოდა საბრძოლო მასალები და უკრაინელების სარაკეტო დარტყმამ მათი აფეთქებაც გამოიწვია. 

ბრიტანული დაზვერვა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ობიექტი მდებარეობდა 12.5 კილომეტრის დაშორებით ფრონტის ხაზის ავდეევკის მონაკვეთიდან, სადაც განსაკუთრებით დაძაბული სიტუაციაა.

ბრტანეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის თანახმად, რუს სამხედროებს უკრაინაში ომის დაწყებამდეც ჰქონდათ საბრძოლო მასალების უსაფრთხოდ შენახვის პრობლემა, მაგრამ მაკიივკის ინციდენტი აჩვენებს, როგორ იწვევს არაპროფესიონალიზმი რუსეთის დიდ დანაკარგებს.

ახალი წლის ღამით, უკრაინელმა სამხედროებმა HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემებით ზუსტი იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ მაკიივკაში მდებარე რუსულ ბაზაზე, რის შედეგადაც 400-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, 300 კი დაშავდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო დარტყმა და 63 სამხედროს დაღუპვა 2 იანვარს დაადასტურა. თუმცა გვიან ღამით, რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გენერალმა სევრიუკოვმა განაცხადა, რომ ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ, დაღუპულთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge