png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ქვეყნის სხვადასხვა ადგილას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები იმართება

  • პოლიტიკა
  • 04.01.2023
  • 18:53
ქვეყნის სხვადასხვა ადგილას მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები იმართება

„ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მხარდამჭერები ქვეყნის სხვადასხვა ადგილას მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდარობის აქციას მართავენ. აქცია "მიშას სიცოცხლისთვის" - თბილისში, მშვიდობის ხიდზე მიმდინარეობს.

სოლიდარობის აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, სამოქალაქო აქტივისტები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იმყოფებიან. ადგილზე გაჟღერდა საქართველოსა და უკრაინის ჰიმნები, ხიდიდან კი გადმოფინეს ბანერი წარწერით "მიშას სიცოცხლისთვის".

პარალელურად, აქცია მიმდინარეობს მთავრობის კანცელარიის შენობასთანაც. ეს აქცია ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა დააანონსა.

მიხეილ სააკაშვილისადმი სოლიდარობის აქცია იმართება ზუგდიდშიც, სადაც იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. მელიას თქმით, სახელმწიფოს ინტერესშია, მიხეილ სააკაშვილი იქნას გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ, რათა სახელმწიფოს შეუნარჩუნდეს ევროპული მომავლის შანსი და ეს საგარეო პოლიტიკური კურსი კვლავ დაუბრუნდეს ქვეყანას.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს ქუთაისშიც, პარლამენტის ყოფილ შენობასთან. აქციის მონაწილეების განცხადებით, ხელისუფლებას სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად დაუყოვნებელი ზომების მიღებას სთხოვენ.

აქცია იმართება ბათუმშიც. „თავისუფლება მიშას“, „ნუ მოკლავთ კიდევ ერთ პრეზიდენტს“, – ამ შინაარსის პლაკატებით გამოვიდნენ აჭარის მთავრობის შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. აქციის მონაწილეებმა ანთებული სანთლებით ქუჩაში გააკეთეს წარწერა „გახსოვდეს მიშა“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართთავენ შეკვეთილშიც, ბიძინა ივანიშვილის სახლის შესასვლელთან. აქციის ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით პერმანენტულად გაიმართება. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge