png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სალომე ზურაბიშვილის ადგილზე სააკაშვილის მიერ ჩადენილ თუ არჩადენილ დანაშაულებს არ განვიხილავდი და მას სასჯელს გადავუვადებდი - მარგველაშვილი

  • პოლიტიკა
  • 05.01.2023
  • 12:48
სალომე ზურაბიშვილის  ადგილზე სააკაშვილის მიერ ჩადენილ თუ არჩადენილ დანაშაულებს არ განვიხილავდი და მას სასჯელს გადავუვადებდი - მარგველაშვილი

რუს უფლებადამცველ, მარკ ფეიგინთან გადაცემაში საუბრისას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მოქმედი პრეზიდენტის ადგილზე რომ იყოს, მიხეილ სააკაშვილს სასჯელს გადაუვადებდა. 

მისი თქმით, ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელმაც პირველი პრეზიდენტი მოკლა და ამან ათწლეულების განმავლობაში დაგვტოვა გახლეჩილი.

"მე შევადგინე წერილი, რომელსაც ხელი მოაწერეს ფაქტობრივად საქართველოს ყველა წინა მთავრობის ოფიციალურმა პირებმა და პოლიტიკოსებმა. გზავნილი ასეთი იყო, რომ არ არის საჭირო იურიდიულ საკითხებში შესვლა და მსჯელობა, რომელი განაჩენი უნდა გასაჩივრდეს და რომელი არა. არსებობს ასეთი პრაქტიკა, რომელიც მე არაერთხელ გამომიყენებია, ეს არის სასჯელის მოხდის გადავადება. ასეთი რამ ხდება, როდესაც განსაკუთრებული გარემოებებია და ადამიანის პატიმრობაში ყოფნა ფაქტობრივად წამებას უდრის. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სწორედ ასეთია. მისი ციხეში დატოვება ნიშნავს მისი წამების გაგრძელებას. მას რომ სისხლის სამართლის კოდექსის ყველა პუნქტი ჰქონდეს დარღვეული, სახელმწიფოს მაინც არ აქვს უფლება, რომ ის აწამოს.

გარდა ამისა, ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელმაც თავისი პირველი პრეზიდენტი მოკლა, რამაც ეს საზოგადოება ათწლეულების განმავლობაში დატოვა გახლეჩილი. თუ ჩვენ ამას კიდევ ერთხელ გავაკებთ, ეს იქნება კატასტროფა არა მხოლოდ სხვა ქვეყნების ჩვენდამი დამოკიდებულების შეცვლის მხრივ, არამედ კატასტროფა თვითშეფასებაში. მე წესი მაქვს, რომ მოქმედ პრეზიდენტებს არასდროს ვაკრიტიკებ. თუმცა, ვიტყვი, რომ მე მის ადგილზე სააკაშვილის მიერ ჩადენილ თუ არჩადენილ დანაშაულებს არ განვიხილავდი და მას სასჯელს გადავუვადებდი", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge