png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

რუსეთი დიდი დანაკარგების მიუხედევად, აგრძელებს შეტევების მცდელობებს ბახმუტის მიმართულებით - reuters

  • მსოფლიო
  • 05.01.2023
  • 16:47
რუსეთი დიდი დანაკარგების მიუხედევად, აგრძელებს შეტევების მცდელობებს ბახმუტის მიმართულებით - reuters

სააგენტო  reuters უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით აღმოსავლეთ უკრაინაში 5 იანვარს მიმდინარე მძიმე ბრძოლების შესახებ იუწყება.

სააგენტოს ცნობით, რუსეთის არმია დიდი დანაკარგების მიუედავად, აგრძელებს შეტევის მცდელობებს დონეცკის ოლქში ბახმუტის მიმართულებაზე. რუსი ოკუპანტების შეტევები ავდეევკისა და კუპიანსკის მიმართულებებზე ჯერჯერობით წარუმატებელია.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი დიდი დანაკარგების მიუხედავად,  ბახმუტის რაიონში ძალებს ზრდის.

ლუჰანსკის ოლქის გუბერნატორმა სერჰი გაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები ტერიტორიებს ნაბიჯ-ნაბიჯ იბრუნებენ, მაგრამ ეს სწრაფად არ ხდება.

გაიდაის თქმით, ყინვის გაძლიერებასთან ერთად ბრძოლები უფრო სასტიკი გახდება, რადგან გაყინული მიწა მძიმე ტექნიკის გამოყენების შესაძლებლობას იზლევა.

ამასთან, აშშ-ის ადმინისტრაციის კიდევ ერთი მაღალჩინოსნის პროგნოზით, ომი უკრაინაში სულ უფრო მძიმე და ხანგრძლივი იქნება.

„ბრძოლები სულ უფრო მძიმე ხდება... ის, რასაც ჩვენ ბახმუტში ვხედავთ, მოსალოდნელია ფრონტის სხვა მონაკვეთებზეც, საბრძოლო მოქმედებები უახლოესი თვეების განმავლობაში გაგრძელდება“, - ამბობს ამერიკელი მაღალჩონოსანი, რომლის ვინაობასაც reuters არ ასაჯაროვებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge