png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

რუსეთის სისასტიკემ ყველა გააოგნა, მაგრამ გაკვირვების მიზეზი არ არსებობს. უკრინამდე იყო სისასტიკე გროზნოში, საქართველოში შეჭრა, ალეპოს დაბომბვა - სტოლტენბერგი

  • პოლიტიკა
  • 05.01.2023
  • 18:42
რუსეთის სისასტიკემ ყველა გააოგნა, მაგრამ გაკვირვების მიზეზი არ არსებობს. უკრინამდე იყო სისასტიკე გროზნოში, საქართველოში შეჭრა, ალეპოს დაბომბვა - სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში რუსეთის სისასტიკემ მსოფლიო გააოგნა, თუმცა გაკვირვების მიზეზი არ არსებობდა, რადგან უკრაინაში ომამდე იყო რუსეთის შეჭრა საქართველოში, რუსეთის სისასტიკე გროზნოში, ალეპოს დაბომბვა და ყირიმის ანექსია.

სტოლტენბერგის თქმით, დასავლეთმა იცოდა, რომ უკრაინაში ომი მოსალოდნელი იყო, რადგან ეს მოსკოვის პოლიტიკური მიზნების ნაწილი იყო.

"რუსეთის სისასტიკემ ყველა გააოგნა, მაგრამ გაკვირვების მიზეზი არ არსებობს. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ომი მოსალოდნელი იყო. ეს არის იმ ნიმუშის ნაწილი, როცა მოსკოვი იყენებს სამხედრო ძალას თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. სისასტიკე გროზნოში, საქართველოში შეჭრა, ალეპოს დაბომბვა და უკრაინაში ომი, რომელიც არ დაწყებულა გასული წლის თებერვალში, ის 2014 წელს, რუსეთის მხრიდან უკრაინის ანექსიითა და აღმოსავლეთ უკრაინაში თავდასხმებით დაიწყო", - თქვა იენს სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის წინაპირობა თვეებით ადრე არსებობდა, რაზეც NATO საჯაროდაც საუბრობდა. მისივე თქმით, ომის თავიდან ასარიდებლად NATO-ს დიპლომატიური და პოლიტიკური მცდელობები ჰქონდა, თუმცა პუტინმა თავდასხმა აირჩია.

"NATO მზად იყო. 2014 წლიდან ჩვენ განვახორციელეთ ალიანსის ყველაზე დიდი რესტრუქტურიზაცია ცივი ომის დასრულების შემდეგ. განვალაგეთ უფრო მეტი სამხედრო NATO-ს წევრ ქვეყნებში. გაიზარდა ჩვენი სამხედროების მზაობა, შეიქმნა ახალი თავდაცვის დომენები, როგორიცაა კიბერ თავდაცვა და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ NATO-ს მოკავშირეები უფრო მეტ ინვესტიციას დებენ თავდაცვაში. გარდა ამისა, ფინეთი და შვედეთი NATO-ში გაწევრიანების გზაზე არიან", - თქვა მან. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge