png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

რუსეთმა, მის მიერვე გამოცხადებული "ზავი" დაარღვია - პენტაგონი

  • მსოფლიო
  • 07.01.2023
  • 13:07
რუსეთმა, მის მიერვე გამოცხადებული "ზავი" დაარღვია - პენტაგონი

რუსეთის მხრიდან „საშობაო ზავის“ გამოცხადების მიუხედავად, რუსი სამხედროები საბრძოლო მოქმედებებს მაინც აგრძლებდნენ. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ლორა კუპერმა ბრიფინგზე განაცხადა.

 „რაც შეეხება პუტინის განცხადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, შემიძლია გითხრათ, რომ დღეს უკრაინაში ჩვენ ვხედავთ საბრძოლო მოქმედებებს, მაშინაც კი როცა საუბარია ცეცხლის შეწყვეტის „ფანჯარაზე“, - განაცხადა მან.

კუპერის თქმით, რუსეთის არმია საჭიროებს შესვენებასა და გადაიარაღებას, რუსეთის მიერ გამოცხადებული „ზავი“ კი არასკმარისად ხანგრძილივია, რომ ეს განხორციელდეს.

 „პუტინის განცხადება უნდა მივიღოთ გარკვეული სკეპტიციზმით, ეს ის ადამიანია, რომელმაც თქვა, რომ არ შეიჭრებოდა უკრაინაში“, - განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.

დამაზუსტებელ შეკითხვაზე შესაძლებელია თუ არა ითქვას, რომ სწორედ რუსეთის ძალებმა დაარღვიეს მათ მიერვე დეკლარირებული „ზავი“, კუპერმა განაცხადა: „შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. და რა თქმა უნდა, ადგილზე იბრძვიან რუსები, დიახ, ეს ასეა“.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში საშობაოდ ერთი დღით ცეცხლის შეწყვეტის განკარგულება გასცა. ე.წ. საშობაო ზავის ინიციატივით თავდაპირველად რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთს სურს, რომ შობა გამოიყენოს, რათა დონბასში უკრაინელების წინსვლა შეაჩეროს და ამ პერიოდს განახლებული ძალებით ომის გასაგრძელებლად გამოიყენებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge