png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ნატო-მ და ევროკავშირმა თანამშრომლობის ახალ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

  • მსოფლიო
  • 10.01.2023
  • 22:13
ნატო-მ და ევროკავშირმა თანამშრომლობის ახალ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

ევროკავშირმა და ნატო-მ სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმეს. დეკლარაციას ხელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოაწერეს.

მხარეებმა განაცხადეს, რომ შეთანხმების გაფორმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და მიმდინარე ომის ფონზე.

„ახლახან მოვაწერეთ ხელი ევროკავშირ-ნატო-ს ერთობლივ დეკლარაციას სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ეს მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

აღნიშნული დოკუმენტის თანახმად, ნატო და ევროკავშირი უფრო დეტალურად შეათანხმებენ ქმედებებს რუსეთსა და ჩინეთთან მზარდი გეოსტრატეგიული კონკურენციის ფონზე, მათ შორის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში, კოსმოსის ათვისებაში, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში და უცხოეთიდან საინფორმაციო მანიპულაციების დაძლევაში. ასევე ევროკავშირი გააკეთებს ყველაფერს უკრაინის მხრადასაჭერად.

"ევროკავშირი გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინის მამაც ხალხს. გავაგრძელებთ ზეწოლას კრემლზე იმდენ ხანს, რამდენიც ეს საჭირო იქნება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge