png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მოითხოვს

  • მსოფლიო
  • 19.01.2023
  • 17:21
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც  უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას მოითხოვს

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა წერს.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგები უზარმაზარია. მოკლული არიან ბავშვები, ქალები, კაცები, ოჯახები დაყოფილია. საავადმყოფოები განადგურებული, სახლები დანგრეული. სკოლები ნანგრევებად ქცეული. დღეს ევროპარლამენტი გამოვიდა სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის სასწრაფოდ შექმნის მოწოდებით. ომის დამნაშავეები უნდა გასამართლდნენ. ახლა“, – წერს რობერტა მეცოლა.

დეპუტატებმა რეზოლუციაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სპეციალურმა ტრიბუნალმა პასუხისგებაში უნდა მისცეს არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, არამედ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო და ამავე ქვეყნების სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა.

მათი განცხადებით, მზადება ტრიბუნალისთვის უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ. ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს ევროკავშირის ინსტიტუტებს, განსაკუთრებით ევროკომისიასა და ევროპის საგარეო სამსახურს, ხელი შეუწყონ დროებითი ტრიბუნალის შექმნას.

ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ სპეციალური ტრიბუნალის შექმნა შეავსებს დიდ ხარვეზს საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუციურ სტრუქტურაში და ის უნდა ეფუძნებოდეს სტანდარტებსა და პრინციპებს, რომლებიც ვრცელდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge