png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ევროკავშირი უკრაინას დაეხმარება გაიმარჯვოს ბრძოლის ველზე - შარლ მიშელი

  • მსოფლიო
  • 19.01.2023
  • 20:25
ევროკავშირი უკრაინას დაეხმარება  გაიმარჯვოს ბრძოლის ველზე  - შარლ მიშელი

ვლადიმირ პუტინის ომი მარცხისთვის არის განწირული და ევროკავშირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაეხმაროს უკრაინას ბრძოლის ველზე.

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 19 იანვარს უკრაინის რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს მეტია, ვიდრე ომი. ეს არის მუდმივი განადგურების სტრატეგია, რათა გაიძულონ მორჩილება, იძულოს თქვენი ქვეყანა გახდეს ვასალური სახელმწიფო. ის {პუტინის ომი} განწირულია მარცხისთვის. და ის დამარცხდება. უკრაინა უძლეველია, უკრაინელები ერთიანები არიან, მტკიცენი, მამაცები და ამაყები“, - განაცხადა მიშელმა.

მისი თქმით, ევროკავშირს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაეხმაროს უკრაინელებს ბრძოლის ველზე გამარჯვებაში.

„როდესაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ 24 თებერვალს დამირეკა, მითხრა: „შარლ, ჩვენ გვჭირდება იარაღი, ჩვენ გვჭირდება საბრძოლო მასალა“. სამი დღის შემდეგ ჩვენ ოფიციალურად მივიღეთ გადაწყვეტილება - პირველად ევროკავშირის ისტორიაში მესამე ქვეყნისთვის მიგვეწოდებინა ლეტალური იარაღი.

დროთა განმავლობაში იარაღი და საბრძოლო მასალის გაგზავნა დაიწყო, ამ დროისათვის შევძელით 11 მლრდ ევროს მობილიზება სამხედრო დახმარებისთვის (მსოფლიოს ევროპული ფონდისა და ევროკავშირის წევრი-ქვეყნების მეშვეობით), ამის გარდა, ჩვენ ვწვრთნით 15 ათასს ჯარისკაცს (ჩვენი სამხედრო საწვრთნელი მისიის მეშვეობით).

მომდევნო კვირები და თვეები იქნება გადამწყვეტი, თქვენ მეტი გჭირდებათ, მეტი თავდაცის საჰაერო სისტემა, მეტი შორი მანძილის რაკეტა და საბრძოლო მასალა და ყველაზე მეტად გჭირდებათ ტანკები, დაუყოვნებლივ“, - განაცხადა მიშელმა.

მისი თქმით, ევროკავშირი აკეთებს ყველაფერს, რათა იზოლაციაში მოაქციოს რუსეთი, ამისთვის ევროკავშირმა მიიღო მკაცრი სანქციების ცხრა პაკეტი. „და ეს ყველაფერი არ არის“, - თქვა მიშელმა. მან ასევე ახსენა უკრაინელებისთვის კომპენსაცია ომში მიღებული ზიანისთვის.

„უკრაინა აღდგება. ზიანი უნდა ანაზღაურდეს, ჩვენ გავყინეთ 300 მლრდ დოლარზე მეტი რუსული აქტივები. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ის გამოყენებული იქნება უკრაინის აღსადგენად“, - თქვა მიშელმა.

მიშლმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის, დამნაშავეები პასუხს აუცილებლად აგებენ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge