png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

რუსეთმა უკრაინაში 180 ათასი სამხედრო დაკარგა - ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მეთაური

  • მსოფლიო
  • 23.01.2023
  • 13:12
რუსეთმა უკრაინაში 180 ათასი სამხედრო დაკარგა - ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მეთაური

ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მეთაური ეირიკ კრისტოფერსენი აცხადებს, რომ უკრაინაში 180 ათასი რუსი ჯარისკაცი და 100 ათასი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა ან დაიჭრა.

ამის შესახებ მან TV2-თან ინტერვიუში განაცხადა. იუწყება უკრაინული მედია.

კრისტოფერსენს არ უთქვამს, საიდან აქვს აღნიშნული მონაცემები.

„რუსეთის დანაკარგები დაღუპულ და დაჭრილ 180 ათას ჯარისკაცს უახლოვდება, უკრაინის დანაკარგები, სავარაუდოდ, 100 ათასს სამხედროს {დაღუპული და დაჭრილი} აჭარბებს. ამის გარდა, უკრაინაში ამ საშინელ ომში დაღუპულია დაახლოებით 30 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე“, - განაცხადა კრისტოფერსენმა.

მისივე თქმით, რუსეთს აქვს შესაძლებლობა აწარმოოს მეტი იარაღი, გამოიყვანოს თავისი საწყობებიდან ტექნიკა და უფრო მეტი ადამიანის მობილიზება განახორციელოს. „რუსეთს, რეალურად, შეუძლია ძალიან დიდხანს გაძლოს“, - თქვა კრისტოფერსენმა.

მისი თქმით, ახლა უკრაინას უკიდურესად ესაჭიროება მხარდაჭერა საჰაერო თავდაცვაში.

დასავლეთის მიერ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდების შედეგად რუსეთმა ვერ შეძლო დიდი წარმატებების მიღწევა შეტევებში. „ჩვენ ვერ დავინახეთ დიდი ძალისხმევა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მხრიდან საჰაერო თავდაცვის წყალობით, რომელიც უკრაინას აქვს“, - განაცხადა კრისტოფერსენმა.

მისივე თქმით, უკრაინას ასევე სჭირდება ტანკები, რათა გადავიდეს შეტევაზე და დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები. „თუ ისინი შეტევაზე გადასვლას ზამთარში აპირებენ, მათ სასწრაფოდ სჭირდებათ {ტანკები}, - თქვა გენერალმა.

მანამდე, შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის დანაკარგები 100 ათას სამხედროს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge