png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გერმანიის თანხმობა თუ არ იქნება, პოლონეთი მაინც გადასცემს Leopard-ის ტიპის ტანკებს უკრაინას „მცირე კოალიციის“ ფარგლებში - მათეუშ მორავიეცკი

  • მსოფლიო
  • 23.01.2023
  • 15:00
გერმანიის თანხმობა თუ არ იქნება, პოლონეთი მაინც გადასცემს  Leopard-ის ტიპის ტანკებს უკრაინას „მცირე კოალიციის“ ფარგლებში - მათეუშ მორავიეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკის განცხადებით, ვარშავა მიმართავს ბერლინს Leopard 2-ის ტიპის ტანკების გაგზავნის ნებართვის მოთხოვნით, თუმცა თუ თანხმობა არ იქნება, პოლონეთი მაინც გადასცემს ტანკებს უკრაინას „მცირე კოალიციის“ ფარგლებში. ამის შესახებ მათეუშ მორავიეცკიმ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

მორავიეცკიმ თქვა, რომ ბერლინში თანხმობის გაგზავნის ოფიციალური მოთხოვნა "მეორეხარისხოვანი" საკითხია. მისივე თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებამ, რომ ბერლინი მზადაა, პოლონეთს მისცეს უფლება ტანკები გაუგზავნოს უკრაინას, იმედის ნაპერწკალი გააჩინა.

„ზეწოლას აქვს მნიშვნელობა. ჩვენი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია იმ ქვეყნების კოალიციის შექმნისკენ, რომელთაც სურთ, დაეხმარონ უკრაინას ამ დრამატულ ბრძოლაში, ეფექტური აღმოჩნდა“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

მისი თქმით, გერმანიას ნამდვილად შეუძლია უკრაინის დახმარება.

„გერმანიას აქვს 350 აქტიურ Leopard-ზე“ მეტი და 200 მათგანი რეზერვშია. მათ ნამდვილად შეუძლიათ, დაეხმარონ უკრაინას, რომელიც დღეს იბრძვის. ეს არის ბრძოლა ევროპაში უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის“,- განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge