png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

კახა კალაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩებს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 23.01.2023
  • 18:18
კახა კალაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩებს შეხვდა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა სომხეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, აშოტ სმბატიანთან და არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩ აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ ტაჰერ ალ ნუაიმისთან.

შეხვედრებზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის რიგი მიმართულებები განიხილეს  და გამოხატეს მზადყოფნა, რომ ურთიერთობები უფრო განვითარდეს.

სომხეთის ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა დაძმობილებულ ქალაქებს - თბილისსა და ერევანს  შორის სხვადასხვა მიმართულებით,  მათ შორის, კულტურის სფეროში არსებულ თანამშრომლობას და ქალაქებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. თბილისის მერმა სომხეთის ელჩს მჭიდრო თანამშრომლობა აღუთქვა.  

არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ტურიზმის, ბიზნესისა და ვაჭრობის მიმართულებით. დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ უვიზო მიმოსვლის რეჟიმსა და პირდაპირი  ავიამიმოსვლის მნიშვნელობაზე, რაც მისი თქმით, ხელს უწყობს ტურიზმის ორმხრივად განვითარებას.

შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს, რაც მხარეთა შეფასებით, ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, უდიდეს პოტენციალს ქმნის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge