png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

არსებობს გლობალური ინტერესები, მათ შორის მეორე ფრონტთან დაკავშირებით, შესაბამისი ძალების ინტერესებშია, რომ საქართველოს იმიჯი დაზიანდეს - კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 23.01.2023
  • 18:31
არსებობს გლობალური ინტერესები, მათ შორის მეორე ფრონტთან დაკავშირებით, შესაბამისი ძალების ინტერესებშია, რომ საქართველოს იმიჯი დაზიანდეს - კობახიძე

არსებობს გარკვეული ინტერესები, გლობალური ინტერესები საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის მეორე ფრონტთან დაკავშირებით, - პირველი არხის ცნობით, ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მის მიერ დღეს გამოქვეყნებული ექსპორტთან დაკავშირებული სტატისტიკა ადასტურებს, რომ საქართველოს გავლით არ ხდება სანქციების გვერდის ავლა.

მისი თქმით, ექსპორტთან დაკავშირებულ სტატისტიკა აჩვენებს, რომ "არათუ არაპროპორციული გაზრდა არ მომხდარა ექსპორტისა საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში, არამედ ექსპორტის ზრდა იყო ბევრად დაბალი, ვიდრე სხვა ძირითადი პარტნიორი ქვეყნების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ძალიან ნათელია, რომ, სამწუხაროდ, შეგნებულად ხდება ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რასაც საფუძვლად უდევს პოლიტიკური ინტერესები. ჩვენ ყველაფერი უნდა დავუპირისპიროთ ასეთ პოლიტიკურ ინტერესებს, რათა საქართველოს ეროვნული ინტერესები იყოს დაცული".

კობახიძის თქმით, გარკვეული ძალების ინტერესებშია, რომ საქართველოს იმიჯი მაქსიმალურად დაზიანდეს.

"ხშირად გვისაუბრია, რომ არსებობს გარკვეული ინტერესები, გლობალური ინტერესები საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის მეორე ფრონტთან დაკავშირებით და, ბუნებრივია, შესაბამისი ძალების ინტერესებშია, რომ საქართველოს იმიჯი მაქსიმალურად დაზიანდეს. მიზანი არის სახელმწიფოს დასუსტება, ხელისუფლების დასუსტება და სწორედ ამისთვის ხდება ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რაც ძალიან სამწუხარო მოვლენაა. ჩვენ სწორედ იმისთვის უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომ არ იყოს საქართველოში უზრუნველყოფილი ესკალაცია, რაც სერიოზული პრობლემის მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის. ამას ჩვენ არ დავუშვებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge