png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ჩემი გამარჯვების შემდეგ, პარტიაში გენერალური მდივნის პოზიციას გიორგი კირთაძე დაიკავებს - ნიკა მელია

  • პოლიტიკა
  • 24.01.2023
  • 22:33
ჩემი გამარჯვების შემდეგ, პარტიაში გენერალური მდივნის პოზიციას გიორგი კირთაძე დაიკავებს - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" ამჟამინდელი თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის თანამდებობაზე გიორგი კირთაძე დაინიშნება.

როგორ მელიამ აღნიშნა, კირთაძე არის ახალი თაობის პოლიტიკოსი, რომლის პოლიტიკური გამოცდილება საჭიროა მთელი „ნაციონალური მოძრაობისთვის“.

„მსურს გაცნობოთ მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ უახლოეს დღეებში, შიდაპარტიული არჩევნების დასრულების შემდეგ. სიახლე, მოდერნიზაცია, ჯანსაღი კონკურენცია და რეგიონული ლიდერებისთვის ცენტრალურ დონეზე ასპარეზის გახსნა ყოველთვის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ სიცოცხლისუნარიანობის და ევროპული მიდგომების არსებითი ნიშან-თვისება. მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ვიყავი და ვიქნები ამ პოლიტიკური ტრადიციის ერთგული, რომ ხელი შევუწყო ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერების მოსვლას „ნაციონალურ მოძრაობაში“, რათა ერთად გავაძლიეროთ პარტიის მებრძოლი გუნდი. მიმაჩნია, ტრადიცია და ნოვატორობა, გამოცდილება და ახალი ენერგია არის გამარჯვებისკენ მიმავალი გზის აუცილებელი წინაპირობა. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევინარჩუნებთ ერთგულებას განვლილი გზის და გამოცდილების მიმართ, ამავე დროს, არასოდეს დავუხურავთ გზას ახალ იდეებს და ახალ ადამიანებს. დღეს ჩვენი პოლიტიკური ძალის, მთელი პოლიტიკური კლასის და მთლიანად ქართული საზოგადოების წინაშე არსებობს მწვავე პოლიტიკური, მორალური და მსოფლმხედველობითი საკითხები, რომელთა გადაწყვეტას სჭირდება ქმედითი, ენერგიული პოლიტიკოსების და მოფიქრალი ინტელექტუალების გარჯა.

პოლიტიკოსი, რომელიც ჩემს გვერდით დგას, არის ბათუმის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიორგი კირთაძე. კაცი, რომელმაც უკანასკნელ არჩევნებში ბათუმში პარტიას გამარჯვება მოაპოვებინა. გიორგი კირთაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ათასობით მხარდამჭერთან ერთად, გაიმარჯვა და დაამტკიცა, რომ პატრიოტიზმის, პოლიტიკური იდეალიზმის, მუხლჩაუხრელი შრომის და პოლიტიკური პრაგმატიზმის წინაშე უძლურია ხელისუფლების მახინჯი და ბოროტი მანქანა, უძლურია ფული და დაშინება. გიორგი არის ახალი თაობის პოლიტიკოსი, რომლის ბრძოლა და პოლიტიკური გამოცდილება მისაღები, საჭირო და გასაზიარებელია მთელი „ნაციონალური მოძრაობისთვის“. გიორგი, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პარტიის ძალიან საკვანძო – გენერალური მდივნის პოზიციიდან, პარტიას მოამზადებს „ნაციონალური მოძრაობის“ და საქართველოს გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge