png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების შედეგები 30 იანვარს 12:00 საათისთვის გამოქვეყნდება - კობა ნაყოფია

  • პოლიტიკა
  • 27.01.2023
  • 21:57
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების შედეგები 30 იანვარს 12:00 საათისთვის გამოქვეყნდება - კობა ნაყოფია

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო ბრიფინგი გამართა.

„გუშინ, 10:00 საათზე შეწყდა ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ამ დრომდე გამფილტრავი ჯგუფები მუშაობენ ადამიანების იდენტიფიცირებაზე, რომლებიც შესაძლოა, ამომრჩეველთა სიებში აღმოჩნდნენ სხვადასხვა მანიპულაციის შედეგად, ან არ წარმოადგენენ „ნაციონალური მოძრობის“ მხარდამჭერებს.

ჩვენი წინასწარი ინფორმაციით, ასეთი ადამიანთა რიცხვი არ აღემატება საერთოდ რაოდენობის 2-3 პროცენტს. თუმცა ეგეც საბოლოოდ გაირკვევა დღეს, როდესაც შეიკრიბება საარჩევნო კომისია საბოლოო სიების დასამტკიცებლად, რომელიც გაეგზავნება ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომელიც ატარებენ არჩევნებს. 50 ათასამდე ადამიანი დარეგისტრირებული, ეს უპრეცედენტო რაოდენობა.

ხვალ 10:00 საათზე მიეცემა სტარტი არჩევნებს, უკვე ხელმისაწვდომი იქნება ის გვერდი, რომლითაც შესაძლებელი იქნება ხმის მიცემას. მოვუწოდებდი ყველას, ვინც დარეგისტრირდა არჩევნებში, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ არჩევნები იქნება ფარული, ვერავინ ვერასდროს გაიგებს მიიღეთ თუ არა თქვენ არჩევნებში მონაწილეობა და ვის მიეცით ხმა. ამის აბსოლუტური გარანტი არსებობს, ეს არჩევნები არის სრულად ფარული და წვდომა არავის აქვს. არჩევნები დასრულდება 30 იანვარს 10:00 საათზე, შედეგები გამოცხადდება 30 იანვარს ვვარაუდობთ, რომ 12:00 საათისთვის.

არჩევნების მსვლელობისას „ნაციონალური მოძრაობა“ , 12:00; 15:00; 18:00 და 21:00 საათზე მოგაწვდით ინფორმაციას, როგორ მიდის არჩვენები და რამდენმა ადამიანიმა მიიღო მონაწილეობა“, – განაცხადა ნაყოფიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge