png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დარწმუნებული ვარ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეყოლება ახალი თავმჯდომარე პირველივე ტურში - დიმიტრი შაშკინი

  • პოლიტიკა
  • 29.01.2023
  • 16:26
დარწმუნებული ვარ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეყოლება ახალი თავმჯდომარე პირველივე ტურში - დიმიტრი შაშკინი

დარწმუნებული ვარ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეყოლება ახალი თავმჯდომარე პირველივე ტურში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნებში უკვე 35 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც 70 პროცენტზე მეტია.

შაშკინის თქმით, ამ დროის მონაცემებით, ხაბეიშვილი დამაჯერებლად იგებს პირველივე ტურში.

„ეს ეყრდნობა იმ მონაცემებს, რაც ჩვენ გვაქვს რაიონული ორგანიზაციებიდან, კვლევებიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეყოლება ახალი თავმჯდომარე პირველივე ტურში. თავმჯდომარე, რომელიც იზრუნებს, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე. რაც შეეხება ტექნიკურ ხარვეზებს, არსებობს მცირე ტექნიკური პრობლემები, ჯერჯერობით ამერიკული კომპანია ახერხებს, გაუმკლავდეს. კომისია აქტიურად მუშაობს, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, გამოხატოს საკუთარი პოზიცია. არჩევანის გაკეთება არის ძალიან მარტივი: ის, ვინც კმაყოფილია პარტიის მუშაობით, მრავალათასიანი მიტინგები ისე დაიშალა, რომ სტრატეგია არ იყო შექმნილი, ის, ვინც კმაყოფილია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ახლა მოწამლულია და იბრძვის სიცოცხლისთვის, ის, ბუნებრივია, აირჩევს ძველ მენეჯმენტს, ძველ თავმჯდომარეს. ის, ვისაც სურს ცვლილება, ვისაც უნდა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იყოს გადაყვანილი საზღვარგარეთ, ბუნებრივია, აირჩევს ლევან ხაბეიშვილს. ლევან ხაბეიშვილს აქვს სწორი პოზიცია, ის ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ, მეორე დღესვე უნდა მოხდეს გაერთიანება, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილ იქნას სამკურნალოდ უცხოეთში. ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. პარტია გამოვა უფრო ძლიერი ამ პროცესიდან, ვიდრე იყო ადრე“, – განაცხადა შაშკინმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge