png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ავსტრიის კანცლერი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში იმყოფებოდა

  • პოლიტიკა
  • 30.01.2023
  • 20:04
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ავსტრიის კანცლერი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში იმყოფებოდა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ტიბორ კოზმამ ოძისში, გადაკვეთის პუნქტზე უმასპინძლა ავსტრიის დელეგაციას, ავსტრიის ფედერალური კანცლერის, კარლ ნეჰამერის ხელმძღვანელობით. ინფორმაციას ევროკავშირის მონიტორინგის მისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტიბორ კოზმამ წარმოადგინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეფასება ადგილზე განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ.

„ვიზიტისას ევროკავშირის სადამაკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ავსტრიის კანცლერს, მდივანს და მის დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებული უახლესი მოვლენების შესახებ. მან კონკრეტულად გააცნო დელეგაციას ინფორმაცია ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე რეგულარული მოძრაობისთვის ოძისის გადაკვეთის პუნქტის გახანგრძლივებული დაკეტვის შესახებ. მან განმარტა, რომ ამან, მიმდინარე „ბორდერიზაციის“ საქმიანობასთან ერთად, გამოიწვია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. ამ შეზღუდვების შედეგად, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას აქვს შემცირებული ან საერთოდ არ აქვს წვდომა ჯანდაცვაზე, განათლებაზე, საკუთრებაზე და წყალზე.

დოქტორმა კოზმამ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ეუთო-სთან ერთად, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოუწოდებს გადაკვეთის პუნქტების ფუნქციონირების სრულად აღდგენისკენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, რომლის ფარგლებშიც უკანასკნელი შეხვედრა ერგნეთში 17 იანვარს გაიმართა.

ვიზიტის შემდეგ ავსტრიის კანცლერმა და მისმა დელეგაციამ გამოხატეს მადლიერება ბრიფინგებისა და ანალიზისთვის, მადლობა გადაუხადეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებს თავდადებისთვის, საქართველოსა და ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შვიდი ავსტრიელი თანამშრომელი მუშაობს“, – აღნიშნულია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge