png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული - თამარ ჩერგოლეიშვილი

  • კომენტარები
  • 31.01.2023
  • 12:18
მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული - თამარ ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც ნიკა მელია ფიგურირებს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„სანამ არჩევნები მორჩებოდა, არ მინდოდა ჩარევა ან რომელიმე მხარის სასარგებლოდ მოქმედება – ხომ ვთქვი, მინდოდა, ყველას წაეგო და ასეც მოხდა იდეაში.

ახლა, როცა მორჩა, გეტყვით, რომ მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული.

ამ ჩეთში ვიყავით მე, გიგა, უგულავა (ციხიდან გამოსვლის მერე და არა ვოისების მომენტში), კეზერაშვილი, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, ლევან თარხნიშვილი, მელია და გვარამია (რომელიც მაგ ვოისების ჩაყრის მომენტში უკვე გასული იყო, უკვე კონფლიქტი გვქონდა მიშას დოზებზე ეთერში – ვერ ვაგებინებდით, რომ დამღუპველია).

მელია ბოლო მომენტამდე მესიანიზმის მოწინააღმდეგეთა, ანუ ჩვენს ბანაკში იყო და ვოისებად ჩაგვიყარა ჩეთში მიშასთან ლაპარაკის შინაარსი (რაც მოისმინეთ).

რომ გადახტა და მიშას მოღალატეები ხართო, კივილი დაიწყო – ვიცინოდით მერე ამ ვოისებზე.

მაშინაც იყო აზრი, რომ გამოქვეყნებულიყო, ოღონდ არა ფარულად, არამედ ღიად – როდის იყავი მართალი? როცა მიშას აგინებდი თუ როცა ჩვენ მოღალატეებს გვიძახი? – ამ კითხვით.

მაგრამ გიგა კატეგორიულ უარზე წავიდა და არ დაუშვა – პირადის გამოქვეყნებას, სადაც მე ვარ, არ ვიკადრებთო.

ფარულად გამოქვეყნებას ვერც გაუბედავდნენ (უნდოდათ).

ხოდა, ახლა გათავისუფლდნენ გიგას მორალური მარწუხებისგან და ყველაფერი იკადრეს.

ანუ კეზერაშვილის, უგულავას, თარგამაძის, მაჩვის და მათი გაბაზრებულია და როგორც ნდობით აღჭურვილ პირებს, ისე ჩაუგდო.

ამის მერე ამ ადამიანებმა მელია ლიდერად ამოარჩიეს და 2021 წლის არჩევნებში მის შტაბში ბზრიალებდნენ – გამორჩენის მიზნით.

როცა აღარ დააკმაყოფილა ფულის ტომარა მელიამ სათამაშოდ, ადგნენ და პირადი ვოისები გამოუქვეყნეს.

ასეთი სამარცხვინოები არიან.

უარესები იქნებიან ძალაუფლებას თუ მიაკარე – ღირსებისგან დაცლილები არიან, ამდენმა მარცხმა სულ გამოათაყვანა მორალურად.

მოკლედ, მარცხის დროს უნდა გაიცნო ადამიანები – მანდ ყველაზე კარგად ავლენენ თავებს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge