png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

უკრაინა იმსახურებს ნატო-ს წევრობას - ჩეხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი

  • მსოფლიო
  • 01.02.2023
  • 12:00
უკრაინა იმსახურებს ნატო-ს წევრობას - ჩეხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი

ჩეხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი პეტრ პაველი აცხადებს, რომ უკრაინა ომის დასრულებისთანავე ნატო-ს წევრი უნდა გახდეს.

ამის შესახებ მან BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

პაველის თქმით, უკრაინა მორალურად და პრაქტიკულად მზად არის შეუერთდეს დასავლეთის ალიანსს ომის დასრულების შემდეგ.

„უკრაინის არმია ალბათ ყველაზე გამოცდილი არმია იქნება ევროპაში. უკრაინა იმსახურებს გახდეს დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოების ნაწილი“, - განაცხადა პაველმა.

BBC -ის დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ეხება ეს თუ არა ნატო-ს წევრობას, პაველმა უპასუხა: „მიმაჩნია, რომ მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ომის საბოლოო დასრულება მთლიანად რუსეთის ხელშია. „საჭიროა მხოლოდ პრეზიდენტ პუტინის ერთი გადაწყვეტილება, გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან და ომი დასრულდება“, - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

მანამდე პაველმა დაადასტურა, რომ სლოვაკ კოლეგასთან ზუზანა ჩაპუტოვასთან ერთად უკრაინაში ვიზიტს 2023 წლის გაზაფხულზე გეგმავს.

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი ჩეხეთის ახალ პრეზიდენტად 28 იანვარს აირჩიეს.

პაველი პრეზიდენტის ფიცს 2023 წლის 9 მარტს დადებს და მილოშ ზემანს შეცვლის, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე ორი ვადით - ათი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge