png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

უახლოეს დღეებში ვითხოვთ აბაშიძის დაბარებას პარლამენტში - სალომე სამადაშვილი

  • პოლიტიკა
  • 02.02.2023
  • 11:56
უახლოეს დღეებში ვითხოვთ აბაშიძის დაბარებას პარლამენტში - სალომე სამადაშვილი

კარასინი-აბაშიძის აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, პარტია ლელო რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის პარლამენტში დაბარებას ითხოვს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ აბაშიძემ უნდა მიაწოდოს საზოგადოებას სრული ინფორმაცია, რა პროექტებზე საუბრობდნენ ის და კარასინი.

"ჩვენი მოთხოვნაა, დაიბარონ აბაშიძე სასწრაფოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე პარლამენტში და მან მიაწოდოს საზოგადოებას სრული ინფორმაცია, რა ახალ პროექტებზეა საუბარი, რა ახალი პროექტების განხორციელებას სთხოვს მას რუსეთის ხელისუფლება მაშინ, როდესაც რუსეთის ხელისუფლების ყველა დავალება, რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღების ჩაშლას, ყველა ეს დავალება, ცხადია, სრულდება ზედმიწევნით დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან და უნდა ვიგულისხმოთ, რომ სხვა დავალებებიც, მათ შორის სატრანსპორტო დერეფნის გაფართოებაც უახლოეს მომავალში დაიწყება. ამიტომ ვითხოვთ აბაშიძის დაბარებას საქართველოს პარლამენტში საგარეო კომიტეტის სხდომაზე უახლოეს დღეებში"- თქვა სამადაშვილმა.

გუშინ გავრცელებული კარასინი-აბაშიძის საუბრიდან ჩანს, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს აცნობს იდეას, გაზრდილი ტვირთ ბრუნვის გამო განიხილონ არსებული გზების მოდერნიზაცია ან ახალი გზის მშენებლობა რუსეთ-საქართველოს შორის. აბაშიძე კარასინს უხსნის, რომ ახლა ახალ გზაზე საუბარი დროული არ იქნება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge