png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის დამცირება და გადასცენ ის უკრაინას - უკრაინის საგარეო უწყება

  • პოლიტიკა
  • 02.02.2023
  • 15:56
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის დამცირება და გადასცენ ის უკრაინას - უკრაინის საგარეო უწყება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადასცეს სააკაშვილი უკრაინას და პროტესტი გამოთქვა უკრაინის მოქალაქის მიმართ არაჰუმანური მოპყრობის გამო.

ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ოფიციალური კიევი საქართველოს მთავრობას უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში სდებს ბრალს, მოუწოდებს თბილისს, შეწყვიტოს დამცირება და გადასცეს უკრაინას მსჯავრდებული სააკაშვილი.

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტონ მიხეილ სააკაშვილის დამცირება და გადასცენ ის უკრაინას. ნუ თამაშობთ ადამიანის სიცოცხლესთან პოლიტიკური შურისძიების მიზნით“, – წერს უკრაინის საგარეო უწყება.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა „საბჭოთა ენ-კა-ვე-დეს“ ყველაზე უარესი ტრადიციებით მოქმედებთ, როდესაც იყენებს სააკაშვილის მიმართ „ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, უარს ეუბნება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაზე, გაცნობიერებულად ქმნის მისი სიცოცხლისთვის საფრთხეს.“

უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა უკრაინის მოქალაქის მიმართ ეწინააღმდეგება ოფიციალური თბილისის მიერ დეკლარილებულ კურსს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და ცხადყოფს საქართველოს დემოკრატიის უკუსვლაზე.

უკრაინის საგარეო უწყება მოუწოდებს უცხო ქვეყნების მთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯაროდ დადგნენ სააკაშვილის დასაცავად, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge