png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს მთავრობა ასრულებს მუქარას, რომელიც პუტინმა წლების წინ გააჟღერა - მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

  • პოლიტიკა
  • 05.02.2023
  • 13:40
საქართველოს მთავრობა ასრულებს მუქარას, რომელიც პუტინმა წლების წინ გააჟღერა - მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მთავრობა ასრულებს იმ მუქარას, რომელიც პუტინმა წლების წინ გააჟღერა -  ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა  "Deutsche Welle-თან" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალებია აღმოჩენილი, რაც ადასტურებს, რომ ის  მოწამლეს. მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მესამე პრეზიდენტი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, რათა ის პატიმრობაში არ გარდაიცვალოს.

"საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც რუსეთი თავს დაესხა მას შემდეგ, რაც პუტინმა 2007 წელს ახალ აგრესიულ პოლიტიკას ჩაუყარა საძირკველი. შემდეგ პუტინი სააკაშვილს დაემუქრა. ასე, რომ საქართველოს მთავრობა, რომელიც ძლიერ არის დამოკიდებული რუსეთზე, ფაქტობრივად ასრულებს იმ მუქარას, რომელიც პურინმა ათიოდე წლის წინ გააჟღერა. მე მიხეილ სააკაშვილსი კრიტიკოსი ვიყავი თითქმის მთელი ჩემი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში, მაგრამ ახლა საკითხი სხვაგვარად დგას. თუნდაც მიხეილ სააკაშვილს დაერღვია სისხლის სამართლის კოდექსის ყველა მუხლი, ჩვენ მაინც არ გვაქვს უფკლევბა, რომ ის ციხეში ვაწამოთ და მოვკლათ. რამდენიმე დამოუკიდებელმა საერთაშორისო კომისიამ, მათ შორის, ამერიკელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მიხეილ სააკაშვილს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და მათი მოგვარება შეუძლებელია, თუ ის პატიმრობაში დარჩება. გარდა ამისა, დადგინდა, რომ მას აქვს მძიმე მეტალები ორგანიზმში. რაც იმის დასტურია, რომ ის მოწამლეს. ყველაფერი ეს იმის მანიშნებელია, რომ ის ცუდად არის და საჭიროა მისი გათავისუფლება ადეკვატური მკურნალობისთვის. ასე რომ, ჩვენ უნდა დავიცვათ სიცოცხლე მიუხედავად იმისა, მოგვწონს ეს ადამიანი პოლიტიკურად თუ არა. გარდა ამისა საქართველოს პირველი პრეზიდენტი გადატრიალების დროს მოკლეს, რომელშიც რუსებიუ აქტიურად მონაწილეობდნენ, მეორე პრეზიდენტის მოკვლა ორჯერ სცადეს ადამიანებმა, რომლებიც ახლა რუსეთში ცხოვრობენ ახლა კი მესამე პრეზიდენტს ვაწამებთ, რაც უარყოფითად აისახება ჩვენს საერთაშორისო იმიჯზე",- ამბობს მარგველაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge