png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დღეიდან ვიწყებთ ახალი ფურცლიდან და ვაღიარებთ საქართველოს მხოლოდ ერთ მტერს, ბიძინა ივანიშვილს და მის რუსულ ოცნებას - ხაბეიშვილი

  • პოლიტიკა
  • 05.02.2023
  • 19:17
დღეიდან ვიწყებთ ახალი ფურცლიდან და ვაღიარებთ საქართველოს მხოლოდ ერთ მტერს, ბიძინა ივანიშვილს და მის რუსულ ოცნებას - ხაბეიშვილი

დღეიდან ვიწყებთ ახალი ფურცლიდან და ვაღიარებთ საქართველოს მხოლოდ ერთ მტერს, ეს არის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული ოცნება, - ამის შესახებ განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომელიც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად დაამტკიცეს.

ლევან ხაბეიშვილმა ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა.

„უკანასკნელი კრიზისი დავძლიეთ უპრეცედენტოდ მაღალი შიდაპარტიული არჩევნებით. იყო წყენები, დაპირისპირებები, მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე. ვართ ისტორიის გზაგასაყარზე, ჩვენი ისტორიული ოჯახი, ევროპა, თუ პუტინის ტერორისტი, მკვლელი, ბოროტი რუსეთი. სწორედ ამიტომ, დღეიდან ვიწყებთ ახალი ფურცლიდან და ვაღიარებთ საქართველოს მხოლოდ ერთ მტერს, ეს არის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული ოცნებ" - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში დაიწყებენ რაიონებში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისების გახსნას.

„უკვე შევქმენით სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს. უახლოეს პერიოდში თბილისის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება ახალი ოფისი. ჩავატარებთ თბილისის კონფერენციას , ავირჩევთ პარტიის ხელმძღვანელებს, დავიწყებთ ახალგაზრდული ორგანიზაციის ფორმირებას, ჩავატარებთ ახალგაზრდულ ყრილობას და ასევე დამოუკიდებელი სივრცე ექნებათ ახალგაზრდებს. დავიწყებთ რეგიონული და რაიონული კონფერენციების მომზადებას. ჩვენ არ გვაქვს არც ერთი წამი დასაკარგი“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ყველგან, სადაც ხალხის პრობლემებია, სადაც უსამართლოდ ადამიანების ჩაგვრაა, სადაც მოქალაქეებს სჭირდებათ ზურგი და მხარდაჭერა“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge