png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

Dniproavia ბათუმში ფრენებს მაისიდან განაახლებს

  • ეკონომიკა
  • 09.03.2016
  • 12:47
Dniproavia ბათუმში ფრენებს მაისიდან განაახლებს

ზაფხულის სეზონზე უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია Dniproavia განაახლებს. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, ავიაკომპანია აჭარაში ფრენების განხორციელებას დნეპროპეტროვსკიდან და ოდესიდან გეგმავს.

რეგულარული ფრენები დნეპროპეტროვსკიდან ბათუმის მიმართულებით 1-ელი მაისიდან კვირაში ერთი სიხშირით განხორციელდება, რასაც ზაფხულის სეზონზე კიდევ ორი ავიარეისი დაემატება.

ავიაკომმპანია Dniproavia დნეპროპეტროვსკიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში სამჯერ: ოთხშაბათობით, ხუთშაბათობითა და პარასკეობით იფრენს.

1-ელი ივნისიდან იგეგმება ფრენების განხორციელება ოდესიდან და ავიარეისი ოდესა-ბათუმი-ოდესა კვირაში ორჯერ ოთხშაბათსა და პარასკევს შესრულდება. ამ ეტაპზე უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით მხოლოდ ავიაკომპანია Yanair-ი დაფრინავს, რომელიც ზაფხულში კიევისა და ოდესის გარდა, რეგულარული ფრენების შესრულებას ხარკოვიდანაც გეგმავს.

როგორც ცნობილია, უკრაინა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის სამიზნე ბაზარს წარმოადგენს, სადაც დეპარტამენტი პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს 2013 წლიდან ახორციელებს. წლიდან წლამდე იზრდება აჭარაში უკრაინელი ვიზიტორების რაოდენობაც. გასულ წელს რეგიონს უკრაინიდან 24 587 ტურისტი ეწვია, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1, 5 % მეტია. უკრაინა აჭარაში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობის მხრივ მეოთხე ადგილზეა.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge