png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ამ 112 მილიონ დოლარს გადაიხდით თქვენ, საქართველოს მოსახლეობა! - კახა ოქრიაშვილი Inter Rao-სთან წაგებულ დავაზე

  • პოლიტიკა
  • 15.02.2023
  • 17:49
ამ 112 მილიონ დოლარს გადაიხდით თქვენ, საქართველოს მოსახლეობა! - კახა ოქრიაშვილი Inter Rao-სთან წაგებულ დავაზე

საქართველომ Inter Rao-სთან, სტოკჰოლმში, საარბიტრაჟო დავა წააგო და 112 მილიონი დოლარის (დაახლ. 300 მილიონი ლარის) გადახდა დაეკისრა. ვინ იხდის ამ ფულს? რა თქმა უნდა, საქართველოს მოსახლეობა!

საქართველოს ბიუჯეტი ივსება რამდენიმე გადასახადით, რომელთაგან სამი მათგანი არის უმთავრესი: 1. დამატებითი ღირებულების გადასახადი, რომელსაც იხდის მოსახლეობა, როცა ყიდულობს ნებისმიერ პროდუქტს, მათ შორის, საკვებს, საცხოვრებელს და ა.შ. (18 %) 2. საშემოსავლო გადასახადი, რომელსაც იხდის საქართველოში დასაქმებული თითოეული მოქალაქე. (20%) 3. აქციზი, რომელიც პირველ რიგში, ეხება ენერგომატარებლებს და თამბაქოს ნაწარმს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ტარიფია მსოფლიოში და საქართველოში და ამიტომაც ღირს საწვავი ასე ძვირი. ახლა ამ 112 მილიონ დოლარს გადაიხდით თქვენ, საქართველოს მოსახლეობა!

მომავალში, კიდევ ბევრ საარბიტრაჟო დავას წააგებს ჩვენი ხელისუფალი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ოღონდ, თავისი მილიარდებიდან არაფერს გადაიხდის, ძვირფასო მოსახლეობავ! რატომ დაგვაჯარიმეს, როგორ მოხდა, რომ დაგვაჯარიმეს?! ეს იმის შედეგია, რომ ბატონმა ივანიშვილმა სრულად არაკომპეტენტური, განათლების არმქონე, მაგრამ როგორც უწოდებენ, „უძლიერესი“ მენეჯერი დანიშნა ენერგეტიკის მინისტრად. ეს ერთეული შემთხვევები არ არის და შეგახსენებთ ე.წ. ავტობუსების საქმეს.

როცა ხელისუფლება შეიცვლება, დავითვლით, ბატონ ივანიშვილს და მის მიერ დასმულ ქურდ-ბაცაცებს რამხელა ზარალი აქვთ ჩვენი ქვეყნისთვის მიყენებული, როგორც პირდაპირი ქურდ-ბაცაცობით, ისე საკუთარი არაკომპეტენტურობით და შედეგად, ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილს მთელ ქონებას დაუყადაღებს!

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge