png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ლიბერალ-დემოკრატებმა ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერი აქცია გამართეს

  • საზოგადოება
  • 09.03.2016
  • 14:48
 ლიბერალ-დემოკრატებმა ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერი აქცია გამართეს

ლიბერალ-დემოკრატებმა თბილისში უკრაინის საელჩოსთან უკრაინელი მფრინავი ქალის დანეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია გამართეს.

ლიბერალ-დემოკრატები უერთდებიან საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნას ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ.

„ჩვენ ვაღიარებთ რა ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ ნადეჟდა სავჩენკოს მიმართ განხორციელებულ ძალადობას. ნადეჟდა სავჩენკო არის რუსეთის ფედერაციის მმართველი ელიტის პირადი პატიმარი და მის მიმართ გამოტანილი ნებისმიერი სახის განაჩენი არის და იქნება უკანონო, რადგან რუსეთის ფედერაციის სასამართლო სისტემა არის კრემლის პოლიტიკური ინტერესების პირდაპირი გამტარებელი. ჩვენ ვუერთდებით რა საერთაშორისო საზოგადოების პროტესტს ამ ფაქტის მიმართ, ვიზიარებთ პასუხისმგებლობას და შეშფოთებას გამოვთქვამთ რუსეთის ფედერაციის მრავალგზის უკანონო ქმედების გამო, რომელთაგან ერთ-ერთი უკრაინის მოქალაქე ნადეჟდა სავჩენკოს უკანონო პატიმრობაა. ადამიანი არის დემოკრატიული საზოგადოების ძირითადი ღირებულება, ამ ღირებულების ირგვლივ საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია და ჩვენ ვალდებული ვართ ერთიანი ძალისხმევით დავიცვათ ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებები.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრსა და საქართველოს პარლამენტს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ დაგმობილ იქნეს აღნიშნული ფაქტი და საქართველომ მოითხოვოს რუსეთის ფედერაციისგან ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების დაცვა და ნადეჟდა სავჩენკოს დაუყოვნებლივი გათავისუფლება”, - აცხადებენ ლიბერალ-დემოკრატები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge