png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საბერძნეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - კატერინა საკელაროპულუ

  • პოლიტიკა
  • 17.02.2023
  • 12:25
საბერძნეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - კატერინა საკელაროპულუ

„მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან შეხვედრის საშუალება მაქვს, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“ - ამის შესახებ საბერძნეთის პრეზიდენტმა კატერინა
საკელაროპულუმ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის ფარგლებში განაცხადა.

საბერძნეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ისტორიულ კავშირებსა და მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებს.

ამასთან, აღინიშნა, რომ საბერძნეთი ყურადღებით აკვირდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. შეხვედრის ფარგლებში,საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა,რომ აღნიშნული ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს საქართველოსა და საბერძნეთის ორმხრივ ურთიერთობებს. "ვაფასებთ,რომ ჩვენს ხალხებს შორის არის ძალიან თბილი ურთიერთობები. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა, რათა კიდევ უფრო დავაახლოოთ ჩვენი ხალხი ერთმანეთს და ჩვენი ქვეყნების კულტურა კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ. დარწმუნებული ვარ ამ კუთხით უახლოეს პერიოდში საინტერესო და კონკრეტული ნაბიჯები გვექნება"- აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან,ილია დარჩიაშვილმა კატერინა საკელაროპულუს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის,ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

აღსანიშნავია, რომ 15-16 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საბერძნეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრები გამართა საბერძნეთის პრეზიდენტთან, კატერინა საკელაროპულუსთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნიკოს დენდიასთან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge