png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ყველა უკრაინული დროშა, რომელიც აღმართულია ქართული დროშის გვერდით, არის სოლიდარობის დასტური, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს სისხლიანი ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ - კასიანოვი

  • პოლიტიკა
  • 24.02.2023
  • 15:22
ყველა უკრაინული დროშა, რომელიც აღმართულია ქართული დროშის გვერდით, არის სოლიდარობის დასტური, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს სისხლიანი ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ - კასიანოვი

ყველა უკრაინული დროშა, რომელიც საქართველოში აღმართულია ქართული დროშის გვერდზე, გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხისგან, არის სოლიდარობის დასტური, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს სისხლიანი ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ, - ამისშ ესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა ორბელიანების სასახლეში, უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

„თქვენი და ჩვენი მტერი არის საერთო, ორივეს ერთი ოკუპანტი გვყავს, რომელიც არ ჩერდება და უტევს ჩვენს ქვეყნებს. ამიტომაც ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ჩვენი ქვეყნები იღებენ საერთო პოზიციებს, რათა დაძლიონ რუსეთის პოზიცია, აღადგინონ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა.

ქართველი მებრძოლები დგანან უკრაინელი ჯარისკაცების გვერდიგვერდ და აქტიურად იცავენ ქვეყანას, ხალხი, მთავრობა, საჯარო ადმინისტრაციები, კერძო სექტორი, საქართველოს ეკლესია უზრუნველყოფენ თავშესაფარს იმ ხალხისთვის, ვისაც მოუხდა საკუთარი ქვეყნის დატოვება. ეს გამოიხატება ჰუმანიტარული დახმარებითაც. ყველა უკრაინული დროშა, რომელიც საქართველოში აღმართულია ქართული დროშის გვერდით, გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხისგან, არის სოლიდარობის დასტური, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს სისხლიანი ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ.

მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო მადლიერება პირადად სალომე ზურაბიშვილის მიმართ, მისი პრინციპული, უდრეკი პოზიციისა და დახმარებისათვის, რომელიც გამოხატავს უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერას. თქვენი სიტყვები და გამოსვლები, ქალბატონო პრეზიდენტო, არის ყველა უკრაინელისთვის იმ მეგობრობის სიმბოლო, რომელიც უკრაინელ ხალხსა და საქართველოს აკავშირებს. ეს არის ზუსტად იმის გამოხატულება, რაც ახლახან უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეგვახსენა, რატომ გააგრძელებს უკრაინა ძლიერ პოზიციაზე ყოფნას და არ გაჩერდება, ვიდრე ბოლო ოკუპანტი არ დაემხობა. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge