png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე EBRD-ისთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

  • ეკონომიკა
  • 09.03.2016
  • 15:56
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე EBRD-ისთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერას, EBRD-ის აგრობიზნესის მრჩეველთა სამსახურის უფროსს, ვიქტორია ზინჩუკს და EBRD-ის აგრობიზნესის ჯგუფის ხელმძღვანელს თურქეთსა და კავკასიის რეგიონში ნადია პეტკოვას შეხვდნენ.

შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ოთარ დანელიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო და დარგის განვითარების მიზნით შემუშავებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც სახელმწიფომ სოფლის მეურნეობა პრიორიტეტად გამოაცხადა, დარგის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება. ოთარ დანელიამ ხაზი გაუსვა საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან აგროსექტორით დაინტერესების ზრდას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგის განვითარებას.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განისაზღვრება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge